სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მასტურბაცია ცხოველთა სამყაროში

მიუხედავად იმისა, რას გეუბნებოდნენ ბავშვობაში, მასტურბაცია არც სიბრმავეს იწვევს და არც ხელისგულებზე თმის ამოსვლას. ამასთან, საკმაოდ გავრცელებულია ცხოველთა სამყაროში – ძუძუმწოვრები, ფრინველები და ამფიბიები შემჩნეული არიან ამ თვითსიამოვნების აქტში, რისი ამსახველი შესაბამისი ვიდეოებიც მრავლადაა იუტუბზე (რა თქმა უნდა NSFW). ზოგჯერ ეს არამარტო სიამოვნებისთვის ხდება, არამედ სპერმის განახლებისთვისაც, რაც მდედრ ცხოველებში ჩასახვის ალბათობას ზრდის.

პინგვინები

2012 წელს გასაჯაროვდა 1915 წელს დაბეჭდილი ჟურნალი. დაახლოებით 1 საუკუნის განმავლობაში ის არ გასულა ფართო საზოგადოებაში, რადგან შინაარსის გამო ზედმეტად სკანდალურად ითვლებოდა. ჯორჯ ლევიკმა, რომელიც სამხრეთ პოლუსზე მოლაშქრე ერთ-ერთ პირველ ჯგუფში შედიოდა, ვერ მოახერხა ადელის პინგვინების შეწყვილებასთან დაკავშირებით მოპოვებული ინფორმაციის გავრცელება მისი უხამსი ელფერის გამო. პინგვინების „სექსუალური გარყვნილება” მოიცავს ისეთ რამეებს, როგორიცაა ნეკროფილია, პედოფილია და მასტურბაცია (თუმცა ეს უკანასკნელი სხვებთან შედარებით არც ისე ცუდად გამოიყურება).

ადელის პინგვინები არ არიან ერთადერთი პინგვინები, რომლებიც მასტურბირებენ. ბევრი სხვა სახეობაც შემჩნეულია ანალოგიურ ქმედებაში. იმისთვის, რომ საკუთარი თავის სტიმულირება მოახდინონ, პინგვინები (და სხვა ფრინველები) კლოაკას ქვაზე ან სხვა რამეზე უხახუნებენ.

მაჩვზღარბები

შეიძლება გასაკვირი არც იყოს, მაგრამ მაჩვზღარბებს უხეშობა უყვართ. პირველად მაჩვზღარბების მასტურბაცია 1946 წელს აღწერა ალბერტ შადლმა სამეცნიერო ჟურნალში „Journal of Wildlife Management”. შეწყვილების სეზონის დადგომამდე მდედრი მამრს უჩვენებდა თავის გენიტალიებს, თუმცა ისინი სხვადასხვა გალიებში იყვნენ. მამრის საპასუხო ქმედება მოსალოდნელი იყო – მან მასტურბაცია დაიწყო.

პარტნიორის მოლოდინში მამრი ეხახუნებოდა თავის საკვებსა და წყლის თეფშებს, მავთულის გალიას და ჯოხიც კი აიღო წინა თათებით, რათა სასქესო ორგანოზე ეხახუნებინა. შადლის ჩანაწერების მიხედვით, მაჩვზღარბას სეკრეციების გამო ჯოხს სპეციფიკური სუნი ჰქონდა.

ლომვეშაპები

ლომვეშაპებს უამრავი სექსუალური აქტი აქვთ შეწყვილების სეზონში, წლის დანარჩენ პერიოდში კი მასტურბაციით გაჰყავთ დრო. უმეტესწილად მასტურბაცია ხდება მამრის მიერ ფარფლებით ორგანოს ჩაბღუჯვით. თუმცა ამის გარდა საკუთარ თავს ორალური სექსითაც უმასპინძლდებიან. დიახ, მათი პენისი საკმაოდ გრძელია და მოზრდილი მამრიც კი საკმაოდ მოქნილი საიმისოდ, რომ განზრახვა სისრულეში მოიყვანოს. თუმცა ეშვებთან მაინც სიფრთხილეა საჭირო.

ცხენები

მასტურბაცია საკმაოდ ჩვეულებრივი მოვლენაა ცხენებში, მათ შორის დაკოდილებშიც, რომლებიც ვერ მრავლდებიან. მამრები მუცელზე იხახუნებენ სასქესო ორგანოს სტიმულაციისთვის. ზოგჯერ საამისოდ თეძოებს წინ და უკან აქნევენ, რომ პენისმა აქეთ-იქით იმოძრაოს, ზოგჯერ კი ხტუნაობენ, რათა მუცელს უხათქუნონ. მამრი ცხენები იშვიათად მასტურბირებენ ორგაზმამდე. ადრე მიიჩნეოდა, რომ მასტურბაცია არასწორად აღზრდილი ცხენებისთვის იყო დამახასიათებელი, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ სრულიად ნორმალური ქმედებაა. ფაშატები ხშირად შეუნიშნავთ მასტურბაციაში, როცა გენიტალიებს ბოძებს ან სხვა ობიექტებს უხახუნებენ, შეუმჩნევიათ ეაკულაციის მსგავსი სეკრეციებიც.

ციყვები

დიახ, ეს საყვარელი ფუმფულა არსებებიც ზოგჯერ თათებში მოიქცევენ თავიანთ ღირსებას და დასრულების შემდეგ შეიძლება საკუთარი ეაკულაციაც დააგემოვნონ. თანაც ეს შეიძლება არამარტო სიამოვნებისთვის ხდებოდეს, არამედ ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ციყვებს შორის სერიოზული კონკურენციაა ხოლმე, ამიტომ რესურსების გაფლანგვა არც ისე ლოგიკური ჩანს. ამასთან მეცნიერებს შეუნიშნავთ, რომ ციყვები უფრო მეტს მასტურბირებენ შეწყვილების სეზონში.

ახალი კვლევის მიხედვით, ციყვებს შეიძლება ჰქონდეთ „სადინარების გარეცხვის” საჭიროება, რათა თავი დაიცვან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან. ეს ხსნის, თუ რატომ მასტურბირებენ მამრები სექსის შემდეგ მალევე. ეაკულაციით ისინი ცლიან ორგანიზმს, სასქესო ორგანოს კი ნერწყვით ასუფთავებენ.

დელფინები

დელფინებს გრძელი სასქესო ორგანოები აქვთ, რომლებიც კიდურივით შეუძლიათ გამოიყენონ. მასტურბაცია ჩვეულებრივი მოვლენაა და ისეთი შემთხვევებიც კი ყოფილა, როცა დელფინებს ცოცხალი, კლაკნია გველთევზები გამოუყენებიათ დამატებითი სიამოვნების მისაღებად.

ამის შემდეგ ალბათ არც ისე დიდი სიუპრიზი იქნება იმის გაგება, რომ დელფინები რამდენჯერმე შენიშნეს თავმოჭმული თევზით მასტურბირებაში. დიახ, მეტი სიამოვნებისთვის ისინი მკვდარ, უთავო სხეულს იყენებენ და როგორც ეტყობათ, მშვენივრად ატარებენ დროს.

კუები

საკუთარი თავის სტიმულაცია არამხოლოდ ძუძუმწოვრებს ახასიათებთ. იუტუბის საკმაოდ მდიდარი არქივი ნათლად აჩვენებს კუების მძვინვარე მასტურბაციას. მამალი კუები ხშირად ეხახუნებიან კედელს, ქვას ან კიბეს, პერიოდულად კი წრიპინის მსგავს ხმებს გამოსცემენ სიამოვნების ნიშნად.

სპილოები

სპილოები ხშირად შეუმჩნევიათ სიამოვნების მისაღებად ქვებზე ხახუნში. თუმცა დატყვევებული სპილოებიდან ხელოვნური განაყოფიერებისთვის საჭირო სპერმის შესაგროვებლად ზოოპარკის თანამშრომლებს უწევთ, ხელით მოახდინონ სწორი ნაწლავის სტიმულირება და ამ გზით პროსტატის მასაჟი. საინტერესო ფაქტი: მამრი სპილოების სასქესო ორგანო მოღუნულია S-ის მსგავსად და სიგრძეში შეიძლება 1-1.5 მეტრს მიაღწიოს, გარშემოწერილობაში კი – 16 სმ-ს. რაც შეეხება მდედრის კლიტორს, ის ზოგჯერ 40 სმ-ს აჭარბებს.


მაიმუნები

გასაკვირი არაა ამ სიაში ჩვენი ყველაზე ახლო ევოლუციური ნათესავების ხილვა. „მასტურბაცია პრიმატებში საკმაოდ გავრცელებულია. მეცნიერები კი ამჟამად იკვლევენ ამ მოვლენის წარმოშობის პოტენციურ ევოლუციურ მიზეზებს”, ამბობს ბრისტოლის უნივერსიტეტის მეცნიერი, ბიოლოგი გარეტ ჯონსი. წარსულში მიიჩნეოდა, რომ მასტურბაციის მიზეზი შეიძლებოდა მოწყენილობა ყოფილიყო, თუმცა კვლევებმა საპირისპირო აჩვენა. არსებობს მოსაზრება, რომ საქმე აქაც სპერმის ხარისხის გაუმჯობესებაშია. მასტურბაცია შემჩნეულია უაკარებში, რეზუსებში, მანგობეებში, კოლობუსებში, იაპონურ მაკაკებში და ა.შ.

Live Science
iflscience.com

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100