სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა

უკრაინის უმაღლესმა რადამ საომარი მდგომარეობის გამოცხადებას მხარი დაუჭირა იმ ოლქებში, რომლებიც რუსეთს, ანექსირებულ ყირიმს და დნესტრისპირეთს ესაზღვრებიან. საომარი მდგომარეობის ვადად 30 დღე განისაზღვრა. გადაწყვეტილებას მხარი 276-მა დეპუტატმა დაუჭირა. საომარი მდგომარეობა 28 ნოემბრის 09:00 საათიდან და 27 დეკემბრის 09:00 საათამდე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, კვირას, 25 ნოემბერს უკრაინის სამი სამხედრო გემი ოდესიდან შავ ზღვაში გავიდა. გემებს კურსი აზოვის ზღვაში მარიუპოლის პორტისკენ ჰქონდათ აღებული, მაგრამ ქერჩის სრუტესთან ისინი რუსმა სამხედროებმა შეაჩერეს. უკრაინულმა ხომალდებმა მარიუპოლისკენ გზა განაგრძეს, მაგრამ რუსეთმა სრუტე ტანკერით გადაკეტა, რასაც ვითარების გამწვავება მოჰყვა. 2003 წლის შეთანხმებით, ქერჩის სრუტე და აზოვის ზღვა რუსეთსა და უკრაინას შორის საზიარო წყლებია. ორივე ქვეყანა აქ თავისუფლად მოქმედებდა. მაგრამ 2014 წელს რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა და აზოვის ზღვის კონტროლქვეშ მოქცევას ცდილობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100