მოკვლევა თბილისში ჰაერის მდგომარეობის შესასწავლად
არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision” ჰაერის დაბინძურების ძირითად წყაროებს იკვლევს
რა მდგომარეობაშია ატმოსფერული
ჰაერი თბილისში, რა იწვევს მის დაბინძურებას და რა შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემის
მოსაგვარებლად - არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკოხედვა/EcoVision” პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსებს კომიტეტის საკომიტეტო მოკვლევის
ფარგლებში, თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობას სწავლობს.
საპილოტე მოკვლევის ფარგლებში,
ორგანიზაცია „ეკოხედვა“ ახდენს ატმოსფერული ჰაერის ძირითადი დამაბინძურებლების და მათი
წყაროების იდენტიფიცირებას საპილოტედ
შერჩეულ უბნებზე. (მტვერი, ტექნიკურად გაუმართავი და მოძველებული ავროტრანსპორტი).
მოკვლევა მოიცავს გაზომვებს საპილოტე წერტილებზე, მონაცემების სივრცით მოდელირებას
და ქალაქის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დახასიათებას საპილოტე უბნებზე. ატმოსფერულ
ჰაერში და ატმოსფერულ მტვერში განისაზღვრება - ნახშირჟანგი, ნახშირორჟანგი, აზოტის
დიოქსიდი, ჯამურნახშირწყალბადები, ხოლო მტვერში ტყვია და კადმიუმი. აღნიშნული ნივთიერებები
ახასიათებს როგორც ტრანსპორტიდან გამონაბოლქვებს, ასევე, სამშენებლო უბნებს რომელებიც თბილისში მრავლადაა. „ეკოხედვა“ აკვირდება
თბილისის როგორც სამშენებლო უბნების მიმდებარე ტერიტორიებს, ასევე - ტრანსპორტით გადატვირთულ უბნებს.
პროექტის ბოლო ეტაპზე გამოვლინდება
კონკრეტული დამაბინძურებლების წილი ქალაქის ზოგად დაბინძურებაში. კვლევის და საბოლოო ანგარიშის დასრულების
ვადა 2018 წლის პირველი ივლისია.
ორგანიზაციაში „ეკოხედვა/EcoVision” ამბობენ, რომ ვითარებას საფუძვლიანად სწავლობს გარემოს ეროვნული სააგენტო, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით. თუმცა, ორგანიზაციის წარმომადგენლების მტკიცებით, შეუძლებელია თბილისში ჰაერის ხარისხის სრულყოფილი შეფასება, რადგან ქალაქში არსებული ავტომატური სადგურების რაოდენობა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ოპტიმალურად დაიფაროს ქალაქის ტერიტორია და შესაძლებელი გახდეს მონაცემების სივრცითი განაწილება. ეს კი, სპეციალისტების თქმით, საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
კომენტარი