ზვიად კუპრავა დააკავეს
სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე ცოტა ხნის წინ ზვიად კუპრავა და აქციის კიდევ ორი მონაწილე დააკავეს.
დაკავებულები არიან ლაშა ქუქცირიძე და დავით გელოვანი.
არსებული ინფორმაციით, ისინი პოლიციამ კარვებიდან მოშორებით აიყვანა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ზაზა სარალიძემ უკვე მიაწოდა სახალხო დამცველს. სარალიძე შინაგან საქამეთა სამინისტროს დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.
"დააკავეს ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე და ურჩევნიათ ახლავე გამოუშვან სულ ყველა. დააბრუნონ ადგილზე" - აცხადებს ზაზა სარალიძე.
კომენტარი