სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გიორგი ჭირაქაძე: „ხუდონჰესის მშენებლობის გადადება პრობლემებს შეუქმნის ქვეყანას“

ბიზნეს ასოციაციები მიიჩნევენ, რომ ხუდონჰესის მშენებლობა ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, ქვეყანაში იმდენად ცოტა პროექტია, რომ ნებისმიერის შეფერხება პირდაპირ მოქმედებს მოქმედებს ქვეყნის ეკონომიკაზე.

„უნდა გაგრძელდეს მსხვილი პროექტები, განსაკუთრებით ის პროექტები, რომელიც აისახება ქვეყნის ენერგო და ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე. ერთის მხრივ, ძალიან მარტივია საუბარი, რომ პროექტები გაჩერდეს, ან საუბარი იმაზე, რომ გარკვეული წინააღმდეგობებია, მეორე მხრივ, კი უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა ამ პროექტის გადადება თუ შეფერხება, ათობით ათასი სამუშაო ადგილის შექმნის შეფერხებას იწვევს ქვეყანაში. ჩვენ ,ბიზნეს ასოციაცია მხარს უჭერს, რომ დიდი პროექტები განხორციელდეს. ინფრასტრუქტურული პროექტები აუცილებელია ქვეყნისთვის და მას მხარს დავუჭერთ მომავალშიც“, – ამბობს გიორგი ჭირაქაძე.

მისი თქმით, აუცილებელია მოხდეს მოსახლეობისთვის პროექტის დადებითი მხარეების ახსნა, მათთვის კომპენსაციების გადახდა. ამასთან, რეალურად ყველამ უნდა გაათვითცნობიეროს, ასეთი პროექტების გადადება რა პრობლემებს შეუქმნის ქვეყანას.

„მე მიმაჩნია, რომ ენერგოუსაფრთხებითვის ნებისმიერი დიდი ჰესი ნამდვილად არის საჭირო. იქიდან გამომდინარე თუნდაც, რომ ჩვენ არ ვართ ქვეყანა, რომელსაც დიდი ეკონომიკური ბერკეტები გაგვაჩნია. ჩვენ არა გვაქვს ნავთობი, გაზი, არ შემოდის ბევრი გადასახადები სხვადასხვა ბიზნესებიდან ან სხვადასხვა შესაძლებლობებიდან. ჩემი პირადი აზრით, ძალიან მნიშნვნელოვანია ენერგოუსაფრთხოებაზე ვისაუბროთ და ამ კუთხით კი, ხუდონის გაგრძელება–განხორციელება უმნიშვნელოვანესია“, – განმარტავს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი.

ხუდონჰესის პროექტის განხორციელების აუცილებლობაზე საუბრობს საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ფადი ასლიც: „ხუდონჰესი არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს ეკონომიკისთვის. მისი ინიცირება ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს მოხდა. გვესმის ადგილობრივების წუხილი, რადგან მათი სახლები და მათი კერძო საკუთრება იტბორება. მაგრამ მთავრობამ უნდა დაარწმუნოს ეს ადამიანები, რომ ერთი ადგილიდან მეორეზე მათი უსაფრთხოდ გადაყვანაა შესაძლებელი“, – ამბობს ფადი ასლი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100