კლიმატის ცვლილების გამო 2030 წლამდე 100 მილიონი ადამიანი გარდაიცვლება
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 2030 წლამდე კლიმატის ცვლილების გამო 100 მილიონი ადამიანი დაიღუპება. დედამიწის მცხოვრებთა საერთო რაოდენობა 3.2 პროცენტით შემცირდება.
დედამიწაზე საშუალო ტემპერატურის ზრდა ყინულების დნობას გამოიწვევს. ბუნებრივი კატაკლიზმები, მსოფლიო ოკეანის დონის მატება და ტემპერატურის გაზრდა ადამიანთა საარსებო გარემოს სრულებით შეცვლის.
ყოველწლიურად დაბინძურებული ჰაერის, შიმშილისა და სხვადასხვა დაავადებების გამო, რომელსაც ტემპერატურის ზრდა გამოიწვევს დაახლოებით ხუთ მილიონამდე ადამიანი დაიღუპება.
მსგავსი მოვლენები სრულიად დაანგრევს მსოფლიო ეკონომიკას. კრიზისი კი გაუსაძლისს იქნება კაცობრიობის გადარჩენილი ნაწილისთვისაც.
კომენტარი