ასლან და გიორგი აბაშიძეები საქართველოში ბრუნდებიან
ასლან და გიორგი აბაშიძეები საქართველოში ჩამოსასვლელად ემზადებიან. "ჯერ მე მოვდივარ, მოგვიანებით მამაც ჩამოვა, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის შვილი, გიორგი აბაშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.
როგორც გიორგი აბაშიძე აცხადებს, იგი საქართველოში ჩამოსვლას აპირებს, თუმცა რაიმე
კონკრეტული გეგმა
არ აქვს.
"9 წელია საქართველოში არ ვყოფილვარ. ძალიან მენატრება იქაურობა. დღეს
ჩამოსვლის რეალური შანსი გამიჩნდა, მოტივებსა და სამოქმედო გეგმებზე ნაკლებად ვფიქრობ, თუმცა საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ჩემი შესაძლებლობის მაქსიმუმს ყოველთვის გამოვიყენებ. უშეცდომო ვინ არის,
მაგრამ მე ისეთი დანაშაული არ ჩამიდენია, რომ საკუთარ ქვეყანაში ამდენ
ხანს არ ჩავეშვით. ეს წლების განმავლობაში მაწუხებდა და მთრგუნავდა. დღეს ცხოვრების ხალისი დამუბრუნდა, რადგან საქართველოში ჩასვლის შანსი
გამიჩნდა. მოგვიანებით მამაც ჩამოვა, ჯერ მე მოვდივარ", - აღნიშნავს აბაშიძე.
იგი არ აკონკრეტებს დროებით ჩამოდის თუ არა. რაც შეეხება მის დას,
როგორც აბაშიძე ამბობს, მისი
და უკვე
"იტალიელია" და სავარაუდოდ, იგი საქართველოში დასარჩენად არ ჩამოვა.
გიორგი აბაშიძის თქმით, იგი ბიძინა ივანიშვილისადმი სიმპათიით არის განწყობილი და სჯერა,
რომ საქართველოსთვის ყველაფერს გააკეთებს.
რაც შეეხება გიორგი აბაშიძის სამომავლო გეგმებს, იგი პოლიტიკაში წასვლას არ აპირებს.
კომენტარი