მანანა ნაჭყებია: „ნოღაიდელი უკვე გამოვცადეთ იმაში, რომ მას შეუძლია იყოს არადემოკრატიული მმართველი“
„ერთ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ყველას სხვადასხვა შეხედულება აღმოგვაჩნდა, „ახლები“, როგორც გითხარით, ვიხრებოდით ერთ პარტიად ჩამოყალიბებისკენ, ალასანიას კი სხვა ხედვა აღმოაჩნდა. ალასანია წარმატების უფრო მეტ საფუძველს თავისი პოლიტიკური ძალის გაძლიერებაში ხედავს“,
– დასძინა „დრონი.ჯი“-სთან საუბრისას „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მანანა ნაჭყეპიამ.
– არჩევნების დასრულების შემდეგ „ალიანსი“ ხელისუფლების ალტერნატიულ ძალად გამოიკვეთა და ამ ფონზე ცოტა უცნაურია თქვენი გადაწყვეტილება პოლიტიკური განქორწინების შესახებ, რა არის `ალიანსის~ დაშლის რეალური მიზეზი?
– არჩევნების შემდეგ ერთმნიშვნელოვნად დადგა საკითხი, თუ როგორ გავაგრძელებდით „ალიანსში“ შემავალი პოლიტიკური პარტიები ურთიერთობას. ასევე დადგა საკითხი, რომ გაგვეანალიზებინა არჩევნების შედეგები. ერთია, რომ „ალიანსმა“ აჩვენა ოპოზიციაში ყველაზე რეიტინგული ძალა რომ არის, მაგრამ მეორე მხრივ, ის 19%-ი, რომელიც მიიღო „ალიანსმა“, ცხადია, არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ ამ შედეგებისთვის გამარჯვება დაგვერქვა. ამიტომ, ბუნებრივია, დავიწყეთ ანალიზი და ანალიზის პროცესში „ახლების“ მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, რომ ხომ არ ჯობია გავაძლიეროთ ჩვენ პროდასავლური კურსი ქართულ პოლიტიკაში და ევროპული სახელმწიფოების მსხვილი პოლიტიკური გაერთიანებების მსგავსად, რომლებიც ერთ მსოფმხედველობაზე არიან ორიენტირებულნი, შევქმნათ დიდი პოლიტიკური გაერთიანება, ანუ გავაჩეროთ ჩვენი პარტიების საქმიანობა და ერთ პოლიტიკურ ძალად ჩამოვყალიბდეთ. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ჩვენს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ძალებს არ გვყოფნის პოლიტიკური კულტურა, რომ წავიდეთ გამსხვილებისკენ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს ცოტა უახლოესი მომავლის საქმე შეიძლება გახდეს და ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ ერთმანეთს თავისუფალი მოქმედების საშუალება მივცეთ, ყველამ ვიზრუნოთ ჩვენი პოლიტიკური პარტიების გაძლიერებაზე, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ყველანაირად ვეცდებით, რათა ჩვენი ურთიერთობა იყოს მჭიდრო კოორდინაციულ რეჟიმში და შემდეგ ვნახავთ, სად მოხდება ჩვენი გზების გადაკვეთა.

– „ალიანსის“ დაშლაზე საუბრები კარგა ხანს არ წყდებოდა, ეს ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება იყო, ამბობენ, „ალიანსიდან“ წასვლა ალასანიას სურდაო, რადგან თავისუფალი მოქმედების საშუალებას არ აძლევდით...
– ეს საუბრები მშვიდ და კონსტრუქციულ ურთიერთობაში მიმდინარეობდა. ჩვენ ერთმანეთს დავშორდით, როგორც პარტნიორები და არავითარი დაძაბულობა არ ყოფილა. ბუნებრივია, არის სხვადასხვა შეხედულებები და ეს იქნებოდა „ალიანსის“ შიგნითაც, თუმცა არც ისეთი, რომლის გადალახვაც არ შეიძლებოდა.
– და რატომ ვერ გადალახეთ? გამყრელიძემ განაცხადა, რომ სხვადასხავა პარტიულმა მანქანებმა სინქრონულად ვერ იმუშავეს და მწყობრი სისტემის აწყობა ვერ მოხერხდა, რატომ?

– ბუნებრივია, როდესაც პოლიტიკური ძალები ქმნიან „ალიანსს“ და ზედა დონეზე კოორდინირებულად ხდება მოქმედება, ეს ქვედა დონეზეც უნდა გავრცელდეს. ოთხპარტიულ რეჟიმში მუშაობამ გვიჩვენა, რომ თუ არ იქნა მჭიდრო კოორდინაცია, ან ზოგადად ჯობს ერთ პარტიად ჩამოყალიბება. ძალიან ძნელია ქვედა დონეზე მიაღწიო აი ამ მწყობრ სისტემას. ბუნებრივია, არიან ადამიანები, რომლებსაც სხვა შეხედულებები აქვთ და აი, ამ ადამიანებს გაუჭირდათ ურთიერთობა, იყო ეგრეთ წოდებული ხახუნი. შეიძლება სწორედ ამანაც განაპირობა ის, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჯერჯერობით დავრჩეთ ჩვენი პარტიების ერთგულნი, თუმცა „ახლების“ აზრი იყო ის, რომ ერთ პარტიად გაერთიანება უფრო მოსპობდა ამ პრობლემებს, ანუ, როდესაც მენეჯმენტშია პრობლემები, ამან არ უნდა გამოიწვიოს ის, რომ შენ მთლიანად კონკრეტულად ფირმა გააუქმო, ხომ? უნდა ეცადო, რომ მენეჯმენტი შეცვალო და გააუმჯობესო. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენ მივიღეთ, რომ ფირმა გავაუქმეთ და მენეჯმენტზე არ ვიზრუნეთ.
– და მაინც, „ალიანსი“ ალასანიამ დატოვა „რესპუბლიკელების“ გამო, უსუფაშვილმაც ხომ აღნიშნა, „ალიანსის“ ფორმატის შეწყვეტის მიზეზი ალასანიას გადაწყვეტილება იყოო...
– გასაგებია, უსუფაშვილმა აღნიშნა ეს, მაგრამ არსად არავის უთქვამს, მათ შორის ალასანიასაც, რომ ეს იყო „რესპუბლიკელების“ გამო. ერთ პოლიტიკურ ძალად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით ყველას სხვადასხვა შეხედულება აღმოგვაჩნდა. „ახლები“, როგორც გითხარით, ვიხრებოდით ერთ პარტიად ჩამოყალიბებისკენ, სხვა პოლიტიკურ ძალებს, როგორც ჩანს, სხვა ხედვა აქვთ. ჩვენ პატივს ვცემთ ამ ხედვას და ვემორჩილებით ყველას გადაწყვეტილებას.

– რომელ ძალებს, ალასანიას გულისხმობთ, ხომ?
– ალასანიამ თვითონ აღნიშნა, რომ ის წარმატების უფრო მეტ საფუძველს ხედავს იმაში, თუ თავის პოლიტიკურ ძალას გააძლიერებს. მთავარი არის ის, რომ ერთ აზრამდე მისვლა ვერ მოხერხდა.
– „ახალი მემარჯვენეები“ ოპოზიციურ ძალებთან კონსულტაციებს იწყებთ, ოქრუაშვილი და ნოღაიდელი ოპოზიციას გაერთიანებისკენ მოუწოდებენ, თქვენ ნოღაიდელთანაც ითანამშრომლებთ?
– დიახ, ჩვენ განვაცხადეთ, რომ ერთმანეთთან ვიქნებით მჭიდრო კოორდინაციის რეჟიმში და სხვა პოლიტიკურ ძალებთანაც გვექნება პარტნიორული ურთიერთობები. ჩვენი დამოკიდებულება სხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ ყველამ იცის. ჩვენთვის მიუღებელია პრორუსული კურსი, რევოლუცია, მით უმეტეს მიუღებელია ცვლილებები, რომელიც უცხო ქვეყნის ჩარევით ხორციელდება, ამიტომ ასეთ პოლიტიკურ ძალებთან, ცხადია, არასდროს გვექნება პარტნიორული ურთიერთობა. ნოღაიდელთან დაკავშირებით ჩვენ აზრი არ შეგვცვლია. ჩვენ ვიბრძვით დემოკრატიისთვის და დემოკრატიული ღირებულებებისთვის და ნოღაიდელი უკვე გამოვცადეთ იმაში, რომ მას შეუძლია იყოს არადემოკრატიული მმართველი, ჩვენ ვხედავდით ნოღაიდელს, რომელიც დაუნდობლად წიხლავდა დემოკრატიას. ნოღაიდელის პოლიტიკური კურსი აღებული რუსეთისკენ და საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნის ეჭვქვეშ დაყენება ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რუსეთთან ურთიერთობები უნდა დარეგულირდეს, მაგრამ არა იმ პრინციპით, რომ რუსეთმა გადაწყვიტოს ქართველი ხალხის ნაცვლად ვისზე და როგორ გააკეთოს არჩევანი. ამიტომ, ცხადია, ნოღაიდელთან ვერ ვითანამშრომლებთ.
– საკრებულოში „ნაციონალი“ დეპუტატები სჭარბობენ და რამდენად შეძლებს ოპოზიცია რაიმე კონკრეტული შედეგის დადებას?
– რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, პოლიტიკური ძალები საკრებულოში პროპორციულად ყოფილიყვნენ წარმოდგენილნი. თუმცა ის 5 მანდატი, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, ნიშნავს იმას, რომ საკრებულოში ასე თუ ისე არის ოპოზიცია და ამ ოპოზიციას აქვს შანსი აკონტროლოს თითოეული თეთრი.
– თქვენ საკრებულოში შეხვედით, პარლამენტში კი არა, ამ გადმოსახედიდან რამდენად სწორი ნაბიჯი იყო პარლამენტში არშესვლა?
– 2008 წელს პრინციპულად განსხვავებული არჩევნები იყო. ჩვენ გვეუბნებიან, ეს არჩევნებიც ხომ გაყალბდა და რატომ შეხვედით საკრებულოშიო. ის არჩევნები იყო არამარტო გაყალბებული, არამედ ცინიკურად და ზეწოლით ჩატარებული. ჩვენ მაშინ გამოვთქვით პროტესტი და შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ ჯობდა შევსულიყავით პარლამენტში და ბრძოლა გაგვეგრძელებინა, მაგრამ. ვფიქრობ, რომ არანაკლები ბრძოლა ჩვენ, „ახლებმა“ ვაწარმოეთ გარედან.

კომენტარი