მაშველებმა მტკვარში დაკარგული ძმიდან ერთ-ერთის ცხედარი იპოვეს
თბილისში, მტკვარში სამძებრო სამაშველო ოპერაციების შედეგად, მაშველებმა ორი დაკარგული ძმიდან ერთ-ერთის ცხედრის პოვნა შეძლეს.
20 და 25 წლის ძმებ შატვაროვებს მტკვარში უკვე მეორე დღეა ეძებენ. ძმები მდინარის ძლიერმა დინებამ გაიტაცა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარი