დავით ნარმანია დღეს ხილიანის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა
კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია დღეს ხილიანის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა და მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
დავით ნარმანიას განცხადებით, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელმა გზამ და ავტომანქანების ნაკადის სიჭარბემ ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილება თითქმის შეუძლებელი გახადა, რადგან თბილისის ამჟამინდელმა მთავრობამ სწორად ვერ დაგეგმა და მოაწყო ქვეითებისთვის საფეხმავლო ბილიკი.
დავით ნარმანია მოსახლეობას პრობლემის მოგვარების კონკრეტულ გზებს სთავაზობს, რისთვისაც მისი თქმით, მომზადდება შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია. მოქმედი გზის ნაწილი ჩამოიჭრება, ეზო და პარკირების ადგილი მოეწყობა და ხევზე საბურთალოს ახალ გზასთან დამაკავშირებელი ხიდი აშენდება. გარდა ამისა, დავით ნარმანიას განცხადებით, მომზადდება ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმა. მისივე თქმით, უკვე მზად არის 10 პროექტი, რომელთა პრეზენტაცია მოსახლეობასთან ერთად, ქალაქის 10 უბანში გაიმართება.
„ეს არის მზა პროექტები, რომლებსაც ტენდერების გამოცხადებისა და სამუშაოების დაწყების გარდა არაფერი სჭირდება“- განაცხადა ნარმანიამ.
კომენტარი