სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბაზარზე საინფორმაციო ტექნოლოგიების ევროპული ლიდერი შემოვიდა

ქართულ ბაზარზე საერთაშორისო კომპანია DPA შემოვიდა, რომელიც აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზრის ერთ–ერთი ლიდერია

DPA–ს ოფიციალური პრეზენტაცია დღეს ბიზნეს ცენტრ „კალასი პალასის“ საკონფერენციო დარბაზში გაიმართა. ღონისძიებას თავად კომპანიის წარმომადგენლების გარდა დაესწრნენ ბიზნეს კომპანიების, საჯარო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯერები.

ქართულ ბაზარზე შემოსვლის შემდეგ DPA საქართველოში Microsoft–ის ერთადერთი ოქროს პარტნიორი იქნება. ამასთან, 2012 წლის ბოლომდე კომპანია გეგმავს რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას. იგი ამჟამად აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზრის ერთ–ერთი ლიდერია. მას ბალტიის ქვეყნების ბაზრის 60%–ზე მეტი უკავია, ხოლო უკრაინის ბაზრის – 38%, ბელორუსიის ბაზრის კი – 65%–ზე მეტი. ოთხივე ამ ქვეყანაში მოქმედი საჯარო უწყებები ძირითადად DPA-ს კლიენტები არიან.

კომპანიის შემოსვლის მნიშვნელობა საქართველოში ძირითადად ადგილობრივი ბაზრის განვითარებას უწყობს ხელს შემდეგი მიმართულებებით: მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, სამომხმარებლო ბაზრის განვითარება, წარმოების პროცესის განვითარება და ა.შ.

commersant.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100