სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლონეთი - საბერძნეთი (1:1)

პირველი ნახევარი:

აღნიშნული მატჩის პირველი წუთები პოლონელების აქტიურობით დაიწყო. პირველივე წუთებზე მურავსკიმ სახიფათო ეპიზოდი შექმნა, მაგრამ ბურთს არაზუსტად დაარტყა, შედეგად საბერძნეთის ნაკრების გამოცდილმა მეკარემ კარისკენ წასული ბურთი მარტივად მოიგერია.

უპირატესობას პოლონელები ფლობდნენ. მატჩის მეჩვიდმეტე წუთზე კი ლევანდოვსკიმ ანგარიში გახსნა, 1:0 პოლონეთის სასარგებლოდ.

ოცდამეერთე წუთზე აბრამ პაპადოპულოსმა ტრავმა მიიღო, მიუხედავად ამისა თამაში კვლავ განაგრძო, მაგრამ 36-ე წუთზე მისი შეცვლა გახდა აუცილებელი. აბრამ პაპადოპულოსი კირაკოს პაპადოპულოსმა ჩაანაცვლა.

უპირატესობას კვლავ პოლონელები ფლობდნენ. შედეგად 44-ე წუთზე თამაშის წესების დარღვევის გამო მსაჯმა მოედნიდან საბერძნეთის ნაკრების ნახევარმცველი, სოკრატის პაპასტოპულოსი გააძევა.

აღნიშნული ფაქტის შემდეგ, 47-ე წუთსე, პოლონელმა პერსკიმ ხელით ითამაშა, თუმცა მთავარმა მსაჯმა კარლოს ველასკო კარბალიომ თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.

მსაჯმა პირველ ნახევარს სამი წუთი დაამატა.

მეორე ნახევარი:

მეორე ნახევრის დაწყებამდე საბერძნეთის რიგებში ცვლილება მოხდა, სალპანგიდისმა ნინესი ჩაანაცვლა.

მეორე ნახევარი პოლონელების აქტიურობით დაიწყო. კვლავ ლევალსკიმ დაარტყა ბერძნების კარის მიმართულებით, მაგრამ არაზუსტად.

მეექვსე წუთზე ათი კაცით დარჩენილმა საბერძნეთის ნაკრებმა, შეცვლაზე შემოსული სალპიგინდისის აქტიურობის შედეგად ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. სალპიგინდისმა 51-ე წუთზე მეტად მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.

მეთორმეტე წუთზე ხელით თამაშის გამო საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელმა, კარაგულისმა ყვითელი ბარათი მიიღო.

მეოცე წუთზე უხეში თამაშისთვის პოლონეთის ნაკრების ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო.

22-ე წუთზე სახიფათო სიტუაცია შეიქმნა პოლონელთა კართან, თუმცა სამარასმა ბურთის მოძრაობას ალღო ვერ აუღო და არაზუსტად დაარტყა.

27-ე წუთში, პოლონეთის ნაკრების მეკარემ, შესნიმ უხეში თამაშისთვის წითელი ბარათი მიიღო. შედეგად მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

შეცვლაზე გაძევებული მეკარის ნაცვლად მოედანზე გოლკიპერი ტიტონი გავიდა, პოლონელი ფეხბურთელებიდან კი მოედანი რიბუსიმ დატოვა. დანიშნული თერთმეტმეტრიანი კი ბერძენმა კარაგუნისმა გააფუჭა.

შეიძლება ითქვას, რომ გაფუჭებულმა თერთმეტმეტრიანმა თამაში დაამთავრა. მსაჯმა ძირითად დროს სამი წუთი დაამატა. ამ დროის მანძილზე კი არაფერი საგულისხმო არ მომხდარა.

პოლონეთი-საბერძნეთი (1:1)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100