სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში მღვდელი დააკავეს, რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის სასულიერო პირი დააკავეს. მამა გიორგი მეგრელიშვილი კიდევ ერთ პირთან, ოთარ სანოძესთან ერთად პოლიციამ რამდენიმე დღის წინ აიყვანა. სამართალდამცველებმა მათი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ მამა გიორგი მეგრელიშვილს მღვდელმოქმედება შეუჩერდა. ამის შესახებ ”ინტერპრენიუსს” პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა.
მისი ინფორმაციით, მამა გიორგი მეგრელიშვილისთვის მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მისმა მმართველმა მღვდელმთავარმა მიიღო.
”მე როგორც ვნახე მისი მმართველი მღვდელმთავრის ბრძანება, მას შეუჩერდა მღვდელმოქმედება აღნიშნული ფაქტის გამო, ალბათ საგამოძიებო მოქმედებების დამთავრებამდე”, - აღნიშნა მამა მიქაელ ბოტკოველმა.
მამა გიორგი მეგრელიშვილის დაკავებაზე ინფორმაციას შსს-შიც ადასტურებენ. როგორც ”ინტერპრესნიუსს” უწყებაში განუმარტეს, მამა გიორგი თანმხლებ პირთან ერთად „სისხლის სამართლის კოდექსის“ 260-ე მუხლით დააკავეს, რაც ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
მამა გიორგი მეგრელიშვილისა და მასთან ერთად დაკავებულ ოთარ სანოძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლომ უკვე იმსჯელა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, მამა გიორგის 4 ათას ლარიანი გირაო, სანოძეს კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100