სიყვარულია, 22 წლის დაქვრივდე და 92 წლისასაც მხოლოდ მისი სახელი გერქვას...
სიყვარული არ არის, მოდიოდეს, შუბლზე ნაზად გკოცნიდეს და დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდეთ ერთად.
სიყვარულია,ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, მუხლებზე მდგარი, ჭუჭყიან იატაკს ხეხავდე, რომ შენი შეშლილი ქმრის ნახვის საშუალება გქონდეს.
სიყვარული არ არის, ნაჩუქარ სამასლარიან ბეჭედში ალერსს ასლარიანებივით აბრუნებდე და სამ დღეში მიცვალებულივით გაცივდე.
სიყვარულია, უკურნებელი სენით დაავადებულის სარეცელთან იდგე, გაქვავებული, ფეხმოუცვლელად და სიმწრისგან ტუჩებს იჭამდე.
სიყვარული არ არის, დაიძინო, გაიღვიძოდა აღარ გიყვარდეს.
სიყვარულია, 22 წლის დაქვრივდე და 92 წლისასაც მხოლოდ მისი სახელი გერქვას.
მწარეა, მაგრამ ეს არის სიყვარული.
სასტიკია, მაგრამ აქ ცხოვრობს ღმერთი.
კომენტარი