სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქალაქისა და მობილური ოპერატორების ნუმერაციის შეცვლის პროცესი ივნისში დასრულდება

ადგილობრივი სატელეფონო სადგურების ნუმერაცია 4 ივნისიდან, მხოლო მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელების ნუმერაცია 20 ივნისიდან იცვლება.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების შესაბამისად თბილისში ექვსნიშნა ნუმერაცია შეიცვლება შვიდნიშნა ნუმერაციით და არსებულ სააბონენტო ნომერს პირველ ციფრად – 2 დაემატება; მაგალითად, სააბონენტო ნომერი 76XXXX გახდება 276 XXXX.

რუსთავში გეოგრაფიული კოდი 34 შეიცვლება 341-თ, ხოლო თავად რუსთავის ადგილობრივ სატელეფონო სადგურებში, სააბონენტო ნომრის პირველი ციფრი – 1, შეიცვლება ციფრი 2-ით. მაგალითად სააბონენტო ნომერი 15 XXXX გახდება 25 XXXX; რუსთავში სხვა გეოგრაფიული ზონიდან და მობილური ქსელებიდან დასარეკად გამოყენებულ უნდა იყოს ნუმერაციის კომბინაცია – 341-2X-XX-XX;

კომისიის ინფორმაციით, ყველა სხვა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში, ხუთნიშნა ნუმერაცია შეიცვლება ექვსნიშნა ნუმერაციით. ადგილობრივ სატელეფონო ნომერს პირველ ციფრად ემატება ციფრი – 2. მაგალითად, ქუთაისში, სატელეფონო ნომერი 3XXXX გახდება 23XXXX; ქალაქ ქუთაისში სხვა გეორგაფიული ზონიდან და მობილური ქსელებიდან დასარეკად გამოყენებულ უნდა იყოს ნუმერაციის შემდეგი კომბინაცია – 421 23XXXX;

ასევე იცვლება, მობილური ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის ქსელების ნუმერაციაც. მობილურ სააბონენტო ნომერს პირველ ციფრად ემატება – 5. მაგალითად, სააბონენტო ნომერი 77-XX-XX-XX გახდება 577-XX-XX-XX;

ფიქსირებული სატელეფონო ნომრიდან მობილურ ქსელში დასარეკად აბონენტმა უნდა გამოიყენოს ციფრების კომბინაცია 8-577- XX-XX-XX.

ამასთან, მობილურ ქსელებში სატელეფონო ზარის შესრულებისას (მაგთიკომი, ჯეოსელი, მობიტელი) აბონენტმა უნდა აკრიფოს ციფრების კომბინაცია 577-XX-XX-XX.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100