სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დოლარში გაცემული სესხები გაიზარდა

მთავრობის მიერ ერთი წლის წინ გამოცხადებული დედოლარიზაციის პროგრამა უშედეგოა. სტატისტიკის თანახმად, წლის დასაწყისიდან დოლარში გაცემული სესხები 1%-ითაა გაზრდილი და 4,7 მილიარდ დოლარს უტოლდება. ბანკებში სესხების 73,5% და ანაბრების 72% დოლარებშია.

ამ ფონზე ევრობანკი და სავალუტო ფონდი საქართველოში დოლარზე უარის თქმას უჭერენ მხარს. ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარებ ის ბანკში აცხადებენ, რომ ამერიდან საქართველოს დახმარებას მხოლოდ ლარში გამოუყოფენ. ეროვნულ ბანკს, ფინანსთა სამინისტროს და EBRD–ს შორის მემორანდუმი უკვე გაფორმდა.

საქართველოში EBRD–ის მთავარი ბანკირის განცხადებით, ევრობანკი ლარში დაკრედიტებას აქამდეც აქტიურად უჭერდა მხარს. თუმცა ახალი პროგრამა ლარიზაციის ახალ მასშტაბებს გულისხმობს, ირაკლი მექვაბიშვილის თქმით, პროგრამაში არამხოლოდ ბანკები, არამედ მიკრო–საფინანსო ორგანიზაციები, სადაზღვევოები და კერძო კომპანიები ჩაერთვებიან და საშუალება ექნებათ EBRD–სგან გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი ლარში მიიღონ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100