სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„მოდით, გულახდილად!“ - ეკა ხოფერიას გამოსათხოვარი წერილი ბოლო გადაცემის შემდეგ

ეკა ხოფერიას გამოსათხოვარი წერილი ბოლო გადაცემის შემდეგ:

მოდით, გულახდილად! ერთია დაასრულო გადაცემა და დაემშვიდობო მაყურებელს( რასაც გავაკეთებთ კიდეც სულ მალე ანონსით) და მეორეა , როგორ განაგრძო ურთიერთობა აუდიტორიასთან შენი გადაცემის ფეისბუქ გვერდზე. ჩვენ ვართ 118 ათასამდე და მეამაყება, რომ შევიკრიბეთ ამ გვერდზე ყოველგვარი დასპონსორებული და " ნაყიდი ლაიქების" გარეშე. ეს ჩემთვის ყოველთვის პრინციპული ამბავი იყო. მინდა იყოს ისე, როგორც არის სინამდვილეში. ისევე, როგორც , მაგალითად, ეს ფოტო. ის, ცხადია, მოითხოვს ფოტოშოპს( ცოტათი ხელებს დაათხელებდა კაცი), მაგრამ აბა ვის რად უნდა მოგონილი რეალობა. რაც ხარ, ის ხარ და ვინ უნდა მოატყუო ან ფოტოშოპით , ან "ვითომ ლაიქებით"?)))

ჰოდა, ახლა საქმე) როგორ განვაგრძოთ ურთიერთობა? რას მირჩევთ ? დარჩეს ეს სახელწოდება " ეკა ხოფერიას თოქ-შოუ", თუ იყოს უბრალოდ ჩემი გვერდი, ეკა ხოფერია) მოგიყვეთ აქ იმის თაობაზე, თუ როგორ განვითარდება ჩემი საქმეები, რა გეგმები მაქვს, შეგატყობინოთ ყველა სიახლე თუ რამე სხვა დატვირთვა მივცეთ ამ გვერდს) ბევრი გამაკრიტიკებს, ამას მკითხველს და გამომწერებს არ ეკითხებიან, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ უკვე დიდი ხანია გადავლახეთ პირველი გაცნობის ეტაპი და ბევრ პირადსაც ვუზიარებთ ერთმანეთს. მომწერეთ თქვენი აზრი.

p.s. ჩვენი ჰოლდინგის ვაკანსიების გამოცხადება ძალზედ შედეგიანი აღმოჩნდა. მეილზე უკვე 2 ათასი წერილია მოსული. პირველი გაცნობითი ეტაპი იწყება ორშაბათიდან, ჩემი გუნდი უვე შეუდგა მუშაობას, მე პირად თქვენ შეგვდებით სექტემბრის დასაწყისში. წარმატებები თქვენ და ჩვენს მედია ჰოლდინგს "სითი")

ანონსი ბოლო გადაცემის დაიდება საღამოს

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100