სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არქიმანდრიტი ანთიმოზი სიზმარში ნანახ ეშმაკებზე ყვება - ნახეთ რა უთხრა მას მღვდელმა

არქიმანდრიტი ანთიმოზი სიზმარში ნანახ ეშმაკებზე ყვება, ნახეთ რა უთხრა მას მღვდელმა ...

სიზმარში ნანახი ეშმაკები
ობჩის მონასტერში ვცხოვრობდი მარტო. მთის გორაკზეა, სასაფლაოზე. იქ აღვიკვეცე ბერად. ახალაღკვეცილმა ერთხელაც სიზმარი თუ ხილვა ვიხილე.
სიბნელე იყო, რაღაცნაირი ოდნავ სინათლე იყო, უცნაური, არაფერს ჰგავდა. უფოთლო, შავი ხეები იდგა, როლებზეც ათასობით უცნაური არსება იჯდა. დამინახეს თუ არა ჩემსკენ გამოფრინდნენ...
...და ვიხილე უამრავი ეშმაკი! ბეღურასხელებნი იყვნენ, მოუქნელად, უშნოდ მოფრინავდნენ. კუდი და პატარა რქები ჰქონდათ. და საშინელი ელვისფერი თვალები.
ყველაზე წინ რომელიც მოფრინავდა დაახლოებით ოცდაათ სანტიმეტრში სახესთან მომიახლოვდა და...
უსაძაგლესი სუნი, რომლის მსგავსი ბუნებაში არ არსებობს.
შიშისგან გულში იესო ქრისტეს სახელი ვახსენე და შედრკნენ, ზლოზნით უკან გაფრინდნენ.
გამეღვიძა. სასაფლაოზე საშინელი თქეში მოდიოდა.
P.S. ერთ მღვდელს მოუყევი ჩემი ხილვა. ხიბლში ხარო მითხრა. გამეცინა და მიუგე: შე დალოცვილო! ეშმაკები ვნახე, ხო არ ვამბობ ნათელი ანგელოზები ვიხილე-მეთქი))))))))))))))))
არქიმანდრიტი ანთიმოზი(ივერიელი)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100