მამაკაცმა სქესი შეიცვალა, რათა თავის ლესბოსელ ცოლთან ოჯახი შეენარჩუნებინა
მას შემდეგ, რაც ეკატერინბურგის მკვიდრმა 44 წლის იურიმ გაიგო, რომ თავისი ცოლი ლესბოსელი იყო, გადაწყვიტა 20 წლის ოჯახი შეენარჩუნებინა და სქესი შეიცვალა. ის რეგულარულად იღებდა ჰორმონალურ მეედიკამენტებს, დაიწყო ქალის სამოსის ხმარება და მაკიაჟის კეთება.
იურის მეუღლე მარინა არასდროს ყოფილა წინააღმდეგი, რომ ქმარს მისთვის ეღალატა. საბოლოოდ მამაკაცი მიხვდა, რომ ეს არც ისე ნორმალური იყო და წლების შემდეგ დაინტერესდა მეუღლის ასეთი დამოკიდებულების მიზეზით. მან გაარკვია, რომ მარინა თავისივე სქესის მიმართ გრძნობდა ლტოლვას. ამ ფაქტმა მეტი ვნება და ინტერესი გაუჩინა ცოლის მიმართ და გრძნობდა, რომ უფრო მეტად უყვარდა.
საბოლოოდ იური იულიად იქცა. როგორც გაირკვა, მამაკაცი ბავშვობაში ხშირად ინტერესდებოდა დედის კაბებითა და კოსმეტიკით, წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ ნაბიჯს არ გადადგამდა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას მამაკაცები აინტერესებდა. იურის სქესის შემდეგაც ქალები აინტერესებდა. მარინა მის გადაწყვეტილებას მხარს უჭერდა და ბოლომდე გვერდში უდგას ახლაც.
როგორც იულია ირწმუნება, ამ ნაბიჯმა წყვილს შორის სიყვარული და პატივისცემა გაამყარა. მარინა აღნიშნავს, რომ იურის ასეთი საქციელი რომ არა, შესაძლოა მათი ოჯახი დანგრეულიყო.
კომენტარი