სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსწავლის სექსუალურ შევიწროებაზე სკოლა სამართალდამრღვევად ცნეს - PHR

მოსწავლის სექსუალურ შევიწროებაზე ერთ-ერთი საჯარო სკოლა სამართალდამრღვევად ცნეს - ამის შესახებ ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) იტყობინება.

შემთხვევა 2021 წელს მოხდა. არასრულწლოვანის მშობელმა კი სკოლას ამის შესახებ ამავე წლის აპრილში შეატყობინა. PHR წერს, რომ თავდაპირველად ადმინისტრაცია შეეცადა, მშობელი დაერწმუნებინა, რომ მასწავლებლის ქცევა, მისი ხასიათიდან გამომდინარეობდა და "არ უნდა ენერვიულა". ამასთან, დირექტორი ცდილობდა, რომ ზეგავლენა მოეხდინა მშობელზე და დაერწმუნებინა, მასწავლებლის მიმართ საჩივარი არ შეეტანა.

ლიკა [სახელი შეცვლილია] ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეა. იგი 2021-2023 წლებში, მასწავლებლის მხრიდან იყო სექსუალური შევიწროების მსხვერპლი.

შევიწროება გამოიხატებოდა შემდეგ ქმედებებში:

- გაკვეთილების დროს მხრებზე უკეთებდა მასაჟებს;

- სკოლის საერთო სივრცეში თითქმის ყველა შეხვედრის დროს, ეხუტებოდა მჭიდროდ;

- თითქმის ყველა შეხვედრის დროს, წელზე ხვევდა ხელს ;

- თითქმის ყველა გაკვეთილზე, ეფერებოდა თავზე;

- თითქმის ყველა გაკვეთილზე, ეხებოდა მხრებზე ;

- ეხებოდა ზურგზე და წრიულად უსვამდა ხელს თითქმის ყველა გაკვეთილზე;

- თითქმის ყველა გაკვეთილზე, სხეულით უახლოვდებოდა ზედმეტად ახლო მანძილზე;

სკოლის რეაგირება

არასრულწლოვნის მშობელმა ამ წლის აპრილში, სკოლას შეატყობინა მასწავლებლის მხრიდან სექსუალური შევიწროების შესახებ. თავდაპირველად, სკოლის ადმინისტრაცია შეეცადა მშობელი დაერწმუნებინა, რომ მასწავლებლის ქცევა, მისი ხასიათიდან გამომდინარეობდა და მას არ უნდა ენერვიულა. ამასთან, დირექტორი ცდილობდა ზეგავლენა მოეხდინა მშობელზე და დაერწმუნებინა იგი, რომ არ დაეფიქსირებინა საჩივარი მასწავლებლის მიმართ. დირექტორმა მშობელს კითხვაც დაუსვა, რატომ გამორიცხავდა რომ შევიწროების შესახებ ნაამბობი ბავშვის ფანტაზიის ნაყოფი იყო.

დირექტორის ზეწოლის მიუხედავად, დედამ წერილობით მიმართა სკოლას და მოითხოვა რეაგირება მასწავლებლის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტზე.

სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლე, შესაბამისი კომპეტენციის გარეშე და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აწარმოა სექსუალური შევიწროვების გამოკვლევის საქმე და დაუშვა არაერთი შეცომა. შედეგად, სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა დაადგინა მასწავლებლის მხრიდან მხოლოდ ეთიკის წესების დარღვევა და მას გაფრთხილება გამოუცხადა.

სკოლის არაეფექტური რეაგირების გამო, 2023 წლის 17 აგვისტოს PHR-მა ბავშვის უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართა" - წერია განცხადებაში.

PHR-ის ცნობით, სასამართლოში მტკიცებულებების წარდგენის მიზნით, მშობელმა მოითხოვა დისციპლინური კომიტეტის სხდომის აუდიო ოქმები. თუმცა, მოწმეების პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოტივით, სკოლამ მას აუდიო ოქმები არ გადასცა.

PHR-მა ბავშვის პერსონალურ მონაცემთა დარღვევის ფაქტზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (შემდეგში- სამსახური) მიმართა. ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ სკოლამ ბავშვისთვის აუდიო ფაილების არგადაცემით დაარღვია მისი უფლება, გაეცნოს მის შესახებ ინფორმაციას. ამასთან დაარღვია მისი საპროცესო უფლებები, რაც ხელს უშლის სასამართლოსთვის მიმართვასა და საკუთარი უფლებების დაცვას.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მიიჩნია, რომ სხვა პირების პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზანი ვერ გაამართლებს განმცხადებლისთვის მისი პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გადაცემაზე უარის თქმას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია სამართლიანი ბალანსის დაცვა განმცხადებლისა და მესამე პირების ინტერესებს შორის.

შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ამ წლის 15 აგვისტოს მიიჩნია, რომ სკოლამ დაარღვია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები, სკოლა მიიჩნია სამართალ დამრღვევად.

აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რათა მოსწავლეებს სამომავლოდ არ შეეზღუდოთ წვდომა დისციპლინური წარმოების მასალებზე". - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100