სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლიციაში შევვარდი მიშველეთ-თქო - უკრაინაში მებრძოლ ქართველს თავს დაესხნენ, შოთაძის უწყებამ კი საქმე ჯარისკაცის წინააღმდეგ აღძრა

პროკურატურა უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცის წინააღმდეგ - ჯემალ კაშია ამტკიცებს, რომ პროკურატურის მიგზავნილი აგენტები ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავს იცავდა, თუმცა ახლა ჯარისკაცის წინააღმდეგ საქმეა აღძრული. შემთხვევა ქუთაისში მოხდა.

ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცი ამბობს, რომ თავის არეში აქვს დაზიანებები, ასევე შემთვევის ამსახველი ვიდეო-მასალის არსებობაზე საუბრობს.

კაშია ეჭვობს, რომ ეს არის სპეციალურად მოწყობილი პროვოკაციაა, რათა ის ომში აღარ დაბრუნდეს.

"ქუთაისში ორი ადამიანი გივი ხურციძე და ომარ გოგოლაშვილი დამესხნენ თავს, ორივე პროკურატურის აგენტია. მე რომ უკრაინაში ვიბრძვი თურმე მე ვყოფილვარ მოღალატე და ვიმსახურებ იმას რომ თავს დამესხნენ, შემომახიონ მაიკა და თავის არეში დამიშინონ მუჭები. როდესაც თავს იცავ და თავდაცვის მიზნით ხელს კრავ, თურმე შენ ყოფილხარ დამნაშავე.
ამ ორ პირს მოუგვარა ქეთევან უზნაძემ და საქმე შემოატრიალეს ჩემს წინააღმდეგ. იმის მაგივრად რომ წესიერებით და პატიოსნებით მხვდებოდნენ ადამიანები საქართველოში, ზიზღით მხვდებიან. არ ვიცი ეს მე რას მივაწერო“. - ამბობს ჯემალ კაშია.

მონმხდარს ჰყავს თვითმხილველები, მათ შორის არის კაშიას მეღლე, რომელის თავდასხმის დროს სამხარეო პოლიციასთან იმყოფებოდა და სწორედ მანდ ითხოვა პოლიციაში დახმარება.

"თავდასხმის შემდეგ სამხარეო პოლიციაში შევვარდი მიშველეთთქო, შეესწრნენ მთელი თანამშრომლები. ეს ორი პირი გაიქცა ადგილიდან. როცა ბრალი იმათ უნდა წაყენებოდათ, პირიქით ბრალი აქეთ წაუყენეს ჩემს ქმარს. ველოდებით ახლა, როდის დააკავებენ. ახლა უკრაინაში იყო წასასვლელი ჩემი მეუღლე და ყველანაირად ხელს უშლიან რომ ომში აღარ დაბრუნდეს“ - ამბობს მებრძოლის მეუღლე.

ჯემალ კაშია უკრაინის ომში ფეხში დაიჭრა. მებრძოლი საქართველოში მკურნალობის კურსის ჩასატარებლად დაბრუნდა. შემდეგ კი ისევ უკრაინაში აპირებდა დაბრუნებას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100