სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კალაძის კიდევ ერთი შეხვედრა "გაზპრომთან" და მოლაპარაკებები მილანში

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და მთავრობის ვიცეპრემიერი კახი კალაძე რუსული კომპანიაგაზპრომის წარმომადგენლებს მილანში შეხვდა. იტალიაში გამართული მოლაპარაკებების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია კომპანია გაზპრომმა დღეს საღამოს გაავრცელა.

„შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს გავლით რუსული ბუნებრივი აირის ტრანზიტისა და საქართველოსთვის მისი კომერციული მიწოდების საკითხი,“-ნათქვამია გაზპრომის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

შეგახსენებთ, რომ ეს არის უკვე რიგით მეორე მოლაპარაკება, რომელიც კახი კალაძემ გაზპრომთან გამართა. პირველი შეხვედრა ცოტა ხნის წინ ბრიუსელში გაიმართა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100