სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

4-5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის რეისებს შტადლერის მატარებელი არ შეასრულებს - რკინიგზის განცხადება

4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის რეისებს არა შტადლერის მატარებელი, არამედ "ჯრტ"-ის ტიპის მატარებელი შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

ამ ორ მატარებელს სხვადასხვა რაოდენობის მზგავრების გადაყვანა შეუძლია, რის გამოც რკინიგზა ამბობს, რომ მზგავრებს დამატებით მოემსახურება ორსართულიანი ავტობუსიც.

"გაცნობებთ, რომ ტექნიკური მიზეზების გამო, მიმდინარე წლის 4 და 5 სექტემბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი №806/805 „ჯრს“ (შტადლერი) მატარებლის ნაცვლად, რეისებს შეასრულებს „ჯრტ“-ს ტიპის მატარებლი.

სამგზავრო ვაგონების განსხვავებული ტევადობის გამო, მგზავრებს დამატებით მოემსახურება ორსართულიანი კომფორტული ავტობუსი.

იგივე ტექნიკური მიზეზით, 2024 წლის 6 სეტემბრიდან გაუქმდება №806/805 მატარებლის მიმოსვლა, რომლის გამოყენებაც დაგეგმილი იყო 15 სექტემბრის ჩათვლით.

გაუქმებულ რეისებზე ბილეთის თანხა მგზავრებს აუნაზღაურდებათ 100%-ით, ეტაპობრივად 30 დღის განმავლობაში", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 3 სექტემბერს, თბილისში, სარკინიგზო ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ორივე დაღუპული რკინიგზის თანამშრომელი იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100