შეყვარებულის გამო 17 წლის ბიჭმა ვაზისუბანში თავი მოიკლა
თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა: 17 წლის გიორგი შუშტაღაშვილმა მამის კუთვნილი სანადირო თოფით თავი მოიკლა.
შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა. მეზობლების თქმით, თვითმკვლელობის დროს სახლში 17 წლის მოზარდის გარდა არავინ იმყოფებოდა.
წინასწარი ინფორმაციით, თვითმკვლელმა იცოდა, სად ინახავდა მამა როგორც თოფს, ასევე ტყვიებს. მან თოფში ტყვია ჩადო და ის გულმკერდის არეში დაიხალა.
მეზობლები, რომლებმაც გასროლის ხმა გაიგონეს, ბინაში შეცვივდნენ, თუმცა, მათი თქმით, ბიჭი უკვე გარდაცვლილი იყო - გამოძახებულმა სასწარფო დახმარების ბრიგადამ სიკვდილი დააფიქსირა. წინასწარი დასკვნის მიხედვით, ბიჭი გასროლისთანავე დაიღუპა.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. თვითმკვლელობის ზუსტი მოტივი ოფიციალურად არ დასახელებულა, თუმცა, მეზობლების ნაამბობიდან ირკვევა, რომ 17 წლის ბიჭმა თავი უიღბლო სიყვარულის გამო მოიკლა.
კომენტარი