სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"მოსამართლე დარწმუნდა, რომ ნეკა დოროყაშვილისა და ბავშვის მიმართ მოხდა..." - ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის სკანდალური დეტალები

ჩოგ­ბურ­თელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის საქმეზე კიდევ ერთი გადაწყვეტილება გახდა ცნობილი. თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი მე­უღ­ლის მიმართ გაცემული ყველა შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა.

აღნიშნული გარემოება ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტებს აფიქრებინებს, რომ ფიზიკური ძალადობის ფაქტი დოროყაშვილის და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტი მათი მცირეწლოვანი შვილის მისამართით დადასტურდა.

"შემაკავებელი ორდერები გაასაჩივრეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ბასილაშვილებმა . ეს პროცესი მიმდინარეობდა გუშინ. განვიხილეთ დეტალები. მტკიცებულებები გამოიკვლია მოსამართლემ და დარწმუნდა, რომ მოხდა ძალადობა ოჯახში ნელი დოროყაშვილისა და ბავშვის მიმართ" - აღნიშნა დოროყაშვილის ადვოკატმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100