უკრაინაში მოკლული ჟურნალისტის, გიორგი ღონღაძის ძმა ქართულ სასამართლოს საკუთარი სახლიდან უკანონო გამოასახლებაში ადანაშაულებს - რას უყვება მიხეილ ღონღაძე დრონი.ჯი-ს
უკრაინაში მოკლული ქართული წარმოშობის
უკრაინელი ჟურნალისტის გიორგი ღონღაძის ძმა ქართულ სასამართლოს საკუთარი სახლიდან გამოასახლებაში ადანაშაულებს.
სახლ-კარის გარეშე დარჩენილი მიხეილ ღონღაძე
უკვე 4 წელია ქირით ცხოვრობს და ამბობს, რომ მის ქვეყანაში, სასამართლოსთან ჩაწყობით
საცხოვრებელი წაართვეს.
საქმე ეხება დაახლოებით 30 წლის წინ დაწყებულ ქონებრივ დავას. აი რას ყვება
დრონი.ჯი-სთან უკრაინაში მოკლული ქართველი ჟურნალისტის ძმა.
მიხეილ ღონღაძე: 500 კვ.მ ფართობის
სამ სართულიანი კერძო სახლი ჰქონდა დედაჩემის მამას ნუცუბიძის ქუჩაზე, რომლის სართულ-ნახევარიც
მიჰყიდა ვინმე დოლიძეებს. 1988 წელს, ბაბუაჩემის გარდაცვალების შემდეგ დოლიძეები სახლის
დაკეტილ ნაწილშიც შეიჭრნენ და მთლიანად დაიკავეს ჩემი სახლი უკანონოდ. ამის შემდეგ, 1991 წელს მე, დედაჩემთან ერთად მათ
მოვუგე სამართლებრივი დავა უზენაეს სასამართლოში და დავიბრუნე სახლის ის ნაწილი, რომელშიც
მათ ფული არ ჰქონდათ გადახდილი და ძალით მიკუთვნებას სთხოვდნენ სასამართლოს.
შემდეგ მაინც არ გაჩერდნენ, მიჩიოდნენ, კიდევ დაიწყეს დავა და კიდევ მოვუგე
2004 წელს. ანუ ორჯერ, უზენაესმა სასმართლომ სახლი მომაკუთვნა მე.
შემდეგ 2012 წელს, მათ ეს ჩემი გადაწყვეტილება გაასაჩივრეს სააპელაციო
სასამართლოში და ჩაწყობით მოიგეს, ისე რომ, სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა წინა
ორი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, არ გვაინტერესებსო და 2015 წელს გამომასახლეს
საკუთარი სახლიდან.
ამის შემდეგ ვცხოვრობ
ქირით, აგერ უკვე 4 წელია. ვის არ მივმართე, პარლამენტი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო,
პროკურატურა, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებს, საკასაციო სასამართლომ საერთოდ არ მიიღო
ჩემი სარჩელი, ვერ აღვძრავთ თავიდან საქმესო და ასეთ უსამართლობაში მიწევს ცხოვრება.
აი, ასეთი სასამართლო სისტემა
გვაქვს ჩვენ დღეს, სადაც ჩაწყობით ხდება ყველაფერი უკანონობა. საკუთარი სახლი წამართვეს,
გამომასახლეს, ყურად არ იღეს უზანაესი სასამართლოს ძველი გადაწყვეტილებები, უკვე რა
ვქნა აღარ ვიცი, რითი ვებრძოლო ამ უსამართლობას.
მიხეილ ღონღაძემ ჩვენს რედაქციას სასამართლოს გადაწყვეტილების ოქმებიც
მოაწოდა. ის ითხოვს, რომ სამართალი აღდგეს და სასამართლო დაინტერესდეს მისი საქმის
უკანანო გადაწყვეტილებით და ხელახლა დაიწყოს მის ქოენაბაზე საქმის წარმოება.
კომენტარი