სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გირჩმა" საკუთარ ოფისში საროსკიპო გახსნა

"პიონერი" - ასე ჰქვია ე.წ. საროსკიპოს, რომელიც "გირჩმა" საკუთარ ოფისში გახსნა.

პარტიის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ საროსკიპო ჟურნალისტებთან ბრიფინგზე, რომლის მთავარი თემაც პროსტიტუციის ლეგალიზება იყო, ოფიციალურად წარადგინა. ჯაფარიძის განცხადებით, საროსკიპოში სექსმუშაკის მიყვანა ყველას შეეძლება, ერთი საათით ოთახის დაქირავების საფასური კი 49 ლარი და 90 თეთრი იქნება.

გირჩმა სექსმუშაკების უფლებების დასაცავად პროსტიტუციის ლეგალიზაცია 2017 წლის 24 ივლისსაც მოითხოვა. მაშინ პარტიაში აცხადებდნენ, რომ ლეგალიზაცია არის საუკეთესო გამოსავალი ტრეფიკინგის პრევენციისთვის. მათივე განმარტებით, დაცული იქნება სექსის ინდუსტრიაში დასაქმებულ პირთა უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100