ტბასთან სელფის გადაღებისას ბიჭებმა ვერ შეამჩნიეს როგორ იხრჩობოდა წყალში მათი მეგობარი
ინდოეთში ნაციონალური კოლეჯის სტუდენტებმა პიკნიკი მოაწყვეს ტბის პირას. ახალგაზრდები კარგად ერთობოდნენ, წყალშიც შეცურეს, შემდეგ კი სელფების გადაღება გადაწყვიტეს. ისინი ისე გაერთნენ ფოტოებისთვის პოზიორობით, რომ ძალიან მნიშნელოვანი დეტალი ვერ შეამჩნიეს.
ერთი საათის შემდეგ, როდესაც გადაღებუოლ ფოტოებს ათვალიერებდნენ, ბიჭებმა კადრში დაინახეს მათ უკან მყოფი მეგობარი, რომელიც წყალში იხრჩობოდა. საქმე იმაშია, რომ ახალგაზრდები ამ დროს უკვე წამოსულები იყვნენ ტბიდან.
უკან დაბრუნებულებმა დაიწყეს მეგობრის ძებნა და აღმოჩნდა, რომ 17 წლის ვიშვასი უკვე ცოცხალი აღარ იყო. კოლეჯის ადმინისტრაციის მოთხოვნით საქმეზე გამოძიება დაიწყო. როგორც გაირკვა, ტბაზე, სადაც სტუდენტები იყვნენ, წყალში შესვლა აკრძალული იყო, თუმცა გაფრთხილებას არავინ დაემორჩილა.
კომენტარი