ჰონდურასში დამონტაჟებული საათი სამყაროს აღსასრულამდე დარჩენილ დროს ითვლის
სამყაროს აღსასრულამდე ზუსტად ერთი წელია დარჩენილი - ამ დასკვნამდე მივიდნენ ჰონდურასელები, რომლებმაც მაიას კალენდარი შეისწავლეს და დაასკვნეს, რომ იგი მხოლოდ 2012 წლის 21 დეკემბრამდეა გათვლილი.
სამყაროს აღსასრულამდე დარჩენილი ერთი წლისთავის აღსანიშნავი რიტუალი უძველს ქალაქ კოპანში ჩატარდა. ეს ის ქალაქი, რაც მაიას ცივილიზაციისგან დარჩა. ინდიელებისთვის შესაფერისად გამოწყობილი ჰონდურასელები დიდ სცენაზე ავიდნენ და რიტუალური ცეკვები შეასრულეს.
სცენაზე ჰონდურასის პრეზიდენტიც ავიდა, რომელმაც მოსახლეობას მოუწოდა, არ შეშინდნენ და იმედი იქონიონ, რომ ერთი წლის შემდეგ საშინელი კატაკლიზმების ნაცვლად ახალი ერის ათვლა დაიწყება. პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ იქვე დამონტაჟებული საათის პრეზენტაცია ჩატარდა, რომელიც სამყაროს აღსასრულამდე დარჩენილ დროს უკუთვლის პრინციპით უჩვენებს.
შეგახსენებთ, რომ მაიას ცივილიზაციამ ჩამოყალიბება დაიწყო დაახლოებით 2000 წ. ჩვ. წ. აღ-მდე, ხოლო მისი ზეობის პერიოდი იყო 250-900 წ.წ. ახ. წ. აღ-ით. მაიას განვითარება ჩვ. წ. აღ-მდე I ათასწლეულში დაიწყო. დაახლოებით დაახლოებით წ. ჩვ. წ. აღ-მდე 400 წელს მაიას ქურუმებმა შექმნეს პირველი კალენდარი. ამავე პერიოდში გაჩნდა მეფის ინსტიტუტიც.
კომენტარი