სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილი: "მე რაც ვიყავი მთავრობაში მაქსიმალურად ეფექტურად გამომივიდა"

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით ის არსად არ აპირებს წასვლას. უბრალდ გადადის სამოქალაქო სექტრში, საიდანაც უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს. ამის შესახებ პრემიერმა რადიოსადგურების რედაქტორებთან და ბეჭდური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა. მისივე თქმით მას შეუძლია 20 წელი ეფექტური იყოს და ამიტომ არსად წასვლას არ აპირებს.

„მე კიდევ 20 წელიწადი შემიძლია ვიყო ეფექტური, არსად არ მივდივარ. გადავდივარ უფრო რთულ ადგილზე და უფრო მეტის გაკეთება შემიძლია აქედან. უნდა მოხდეს საზოგადეობის განვითარება და ეს არის ჩემი ოცნება. მე რაც ვიყავი მთავრობაში მაქსიმალურად ეფექტურად გამომივიდა. მე ვტოვებ ძალიან კარგ მთავრობას და პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს. მის გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ“,-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100