Bina24 - ბინები დღიურად, საათობრივად და თვიურას
მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში საკუთარი ბინის
ფლობა საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ხშირად ადამიანებს არ აქვთ ამის ფინანსური
საშუალება ან არ უნდათ მსგავსი პასუხისმგებლობის აღება. სწორედ აქედან არის განპირობებული
ის, რომ ევროპელების 30% ნაქირავებ სახლში ცხოვრობს.
ასევე მნიშვნელოვანია, განვითარებული ქვეყნების
დამახასიათებელი ტენდენცია: სრულწლოვნების ასაკის მიღწევის შემდეგ ახალგაზრდები დამოუკიდებლად
იწყებენ ცხოვრებას. ეს ტრენდი ნელ-ნელა ტრადიციული ქვეყნებისთვისაც დამახასიათებელი
ხდება და ქართველი ახალგაზრდებიც იწყებენ ცალკე გადასვლაზე ფიქრს. უძრავი ქონების ფასიდან გამომდინარე მათთვის სახლის
ყიდვა შეუძლებელია, ამიტომ ერთადერთი არჩევანი ბინის ქირაობაა.
ცხოვრების აჩქარებულმა რიტმა, ცვალებადმა
გარემომ, კორონა ვირუსის პანდემიამ ბევრი რამე შეცვალა თანამედროვე ადამიანის ყოფაში.
მათ შორის გამონაკლისი არც საცხოვრებლის მიმართ ჩვენი დამოკიდებულებაა. კაცობრიობამ
მეტად გააცნობიერება მოქნილობის დადებითი მხარეები. დაწესებულებების ნაწილი ჰიბრიდულ
ან დისტანციურ სამუშაო გრაფიკზე გადავიდა, რამაც თანამშრომლებს ერთი მხრივ საშუალება
მისცა, იქ იყვნენ, სადაც უნდათ და იქიდან იმუშაონ და მეორე მხრივ, გაუჩინა აუცილებლობა,
ჰქონდეთ მშვიდი ადგილი სახლში, საიდანაც შეძლებენ ჩაერთონ შეხვედრებზე ან უბრალოდ მშვიდად
გააგრძელონ საქმიანობა.
დისტანციურად მომუშავე თანამშრომელი ხართ
თუ მოგზაური, სტუდენტი, რომელიც ახალ ქალაქში გადადის თუ ოჯახისგან დამოუკიდებლობის
მსურველი, ხანმოკლე დასარჩენს ეძებთ, თუ მარტო ცხოვრება გადაწყვიტეთ, დღეს არჩევანი
იმაზე დიდია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. გაქირავების საიტები გთავაზობენ ბინებს საათობრივად,
დღიურად ან თვიურად. ამ სტატიაში სწორედ ამ სახის თავისუფლებაზე ვისაუბრებთ, ვისთვის
როგორი ტიპის შემოთავაზებაა შესაფერისი და რატომ.
ბინები დღიურად
ეს არის იდეალური, ზედგამოჭრილი ვარიანტი
იმ ადამიანებისათვის, ვინც მცირეხნიან საქმიან მოგზაურობაში იმყოფება, სხვა ქალაქს
რაიმე კონკრეტული მიზნითა და რამდენიმე დღით სტუმრობს ან უბრალოდ დასვენება, მეგობრული
შეკრება, გართობა სურს.
ამ სახის ბინები გთავაზობენ კომფორტულ და
უპრობლემო გამოცდილებას. მათი აბსოლუტური უმრავლესობა სრულად კეთილმოწყობილია.
უპირატესობები:
მოქნილი: მოარგეთ თქვენი სახლში დარჩენის
პერიოდი თქვენს საჭიროებებს.
ხარჯთეფექტური: გადაიხადეთ მხოლოდ იმ ღამეებისთვის,
რომელთაც სახლში გაატარებთ.
მოხერხებული: ბინები დღიურად წინასწარ აღჭურვილია
ყველა იმ ნივთით, რომლებიც მოკლევადიანი დარჩენისთვის შეიძლება დაგჭირდეთ.
ბინები საათობრივად
მათთვის, ვინც ეძებს კიდევ უფრო მოქნილ ვარიანტს,
საათობრივი გაქირავება შესანიშნავი შეთავაზებაა. როგორც წესი, ეს მათთვისაა, ვინც დისტანციურად
მუშაობს და წყნარი ადგილი სჭირდება ან ადამიანებისთვის,
რომლებიც ელიან ფრენებს. დისტანციური სამუშაოსთვის ადამიანების ნაწილი ირჩევს საერთო
სამუშაო სივრცეებს, მაგრამ ეს სივრცეები საათობრივად ნაქირავები ბინისგან განსხვავებით,
არ იძლევა საშუალებას კომუნიკაცია აწარმოოთ, შეხვედრას დაესწროთ, სადაც უნდა ისაუბროთ.
უპირატესობები:
მოქნილი: იდეალურია მოკლეხნიანი შემთხვევებისთვის:
იქნება ეს სამუშაო, მოსვენება ფრენიდან ფრენამდე.
ხარჯთეფექტური: გადაიხადეთ ზუსტად იმდენი,
რამდენი ხანიც სახლი გჭირდებათ.
მოსახერხებელი ადგილმდებარეობა: იპოვეთ ბინა
ყველგან, სადაც გაგიხარდებათ.
ყოველთვიური გაქირავება
ყოველთვიური გაქირავება ამყარებს ბალანსს
სტაბილურობასა და მოქნილობას შორის. ვისთვის არის შედარებით ხანგრძლივი პირობით ბინის
ქირაობა?
●
ადამიანებისთვის,
რომლებიც დიდი ვადით სტუმრობენ ლოკაციას;
●
სტუდენტებისთვის,
რომლებიც ახალ ქალაქში იწყებენ დამოუკიდებელ ცხოვრებას;
●
ახალგაზრდებისთვის,
რომლებიც საკუთარ ქალაქში იწყებენ ოჯახიდან მოშორებით ცხოვრებას და ჯერ არ აქვთ საცხოვრებელი
ან საერთოდ არ გეგმავენ საკუთარი ბინის შეძენას.
იჯარის ეს
ფორმა ყველაზე გავრცელებულია მსოფლიოში.
ამ დროს, ხანგრძლივი ვადით ნაქირავები ბინა
გიქმნის სახლს სახლიდან მოშორებით, გაძლევს სტაბილურობის შეგრძნებას, რაც, ალბათ, ადამიანების
უმრავლესობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
აღსანიშნავია, რომ დამოუკიდებელი ცხოვრების
დაწყება საქართველოშიც ნელ-ნელა უფრო და უფრო პოპულარული ხდება და სავარაუდოა, რომ
მალე დანარჩენი ევროპის მაჩვენებელსაც მივაღწევთ.
უპირატესობები:
სტაბილურობა: ისიამოვნეთ მუდმივი საცხოვრებელი
ბინით დიდი ხნის განმავლობაში.
ხარჯების დაზოგვა: უფრო ეკონომიურია, ვიდრე
ყოველდღიური ან საათობრივი ბინები.
მორგება: რადგან აქ საქმე ხანგრძლივი ვადით
ცხოვრებას შეეხება, სივრცის საკუთარ საჭიროებებზე მორგება, მეპატრონესთან შეთანხმებით,
სრულიად რეალურია.
მნიშვნელოვანია, რომ მოთხოვნის ზრდასთან ერთად, გაიზარდა ბინების რაოდენობა, დაიხვეწა ბინის მოძებნის პროცესი. საგაზეთო განცხადებებიდან რამდენიმე ათეულ წელიწადში დახვეწილი ფუნქციონალის საიტებამდე მოვედით და ახლა მომხმარებელს, მას, ვინც ბინას ეძებს, მარტივად შეუძლია ესტუმროს საიტს : www.bina24.ge , შეიყვანოს თავისი მოთხოვნების შესაბამისი პარამეტრები და იპოვოს ზუსტად ისეთი ბინა, ზუსტად იმ პირობებებით, რასაც ეძებს.
კომენტარი