სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ე.წ. "კანონიერი ქურდი" უკრაინიდან საქართველოში ვერ დაადეპორტეს | "ავთო კოპალამ" საკუთარი პასპორტი შეჭამა

2021 წლის 10 ივლისს, შაბათს, უკრინის ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძიების დეპარტამენტის ოფიცრებმა წარუმატებლად სცადეს უკრაინიდან ე.წ. "კანონიერი ქურდის" 66 წლის ქუთაისელი ავთანდილ კობეშავიძის, მეტსახელად "ავთო კოპალას" დეპორტირება. "დეტექტივ ინფოს" ცნობით, უკრაინული სამართალდამცველი ორგანოები, "ავთო კოპალას" საქართველოში ადეპორტებდნენ. ის 2019 წლიდან ინტერპოლით იძებნებოდა. ბორისპოლი-ბათუმის 07:30 საათზე დადგეგმილ რეიზე, "ავთო კოპალა" თვითმფრინავში პირველი ჩასვეს. თუმცა, თვითმფრინავში ჩაჯდომიდან მალევე ე.წ. "კანონიერმა ქურდმა" საკუთარი პასპორტი შეჭამა, შესაბამისად მისი დეპორტაცია ვერ განხორციელდა. უკრაინული გამოცემის ცნობითვე, ე.წ. "კანონიერი ქურდის" ასეთი ქმედების შემდეგ, რესისი ჩაიშალა. რადგან პოლიციამ ვერ გადაწყვიტა რა ექნათ "ავთო კოპალასთვის". რეისის დანარჩენი მგზავრები კი, მთელი დღის განმავლობაში საჭმლისა და წყლის გარეშე იყვნენ. პოლიცია მატ პირდებოდა, რომ ფრენა ნახევარ საათში განახლდებოდა. პასპორტის არარსებობის გამო, ავთანდილ კობეშავიძე სასაზღვრო პოლიციამ ვერც უკრაინაში დააბრუნა და ვერც სხვა თვითმფრინავში გადასვა, რომ საქართველოში დაებრუნებინათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100