რა დაწერა თვითმკვლელობამდე 6 საათით ადრე 23 წლის ბიჭმა სოციალურ ქსელში - ბათუმში დღეს ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმში, 23 წლის ზუკა გრიგოლია გარდაცვლილი იპოვეს.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა მისი გარდაცვალების მიზეზი. მამაკაცმა გარდაცვალებამდე 6 საათით ადრე, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
“"პირველ რიგში ყველასთან ბოდიში ოჯახთან და მეგობრებთან... აკრძალეთ კაზინოები... adios amigos. see u on the other side"
"აკრძალეთ ეგეთი კაზინოები, ჩვენთვის მაინც. გეყოფათ ფულის კეთება დრაგებით და ვითომ კურიერებით, რომლებსაც თქვენ თვითონაც იცნობთ და ბოლოს იჭერთ. ქენით ისე, რომ ცოტა ქვეყანა წინ წავიდეს და თქვენ ჯიბეზე 95% ფულის კეთებას მოეშვით…
პოლიტიკაშიც რამდენი Fეიკია ბიძინა თუ წაიკითხავ ამ სმს იცოდე რო ძაალიან გაბოროტებული ძალაუფლებაზე შეყვარებული სვავი პროვინციელი ყლე ხარ(ისე სვავი ყველაზე მეტად გიხდება).” – წერია 23 წლის ახალგაზრდის მიერ გავრცელებულ facebook პოსტში.
გარდაცვლილს, ახლობლები და ოჯახის წევრები დღეს დილიდან ეძებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარი