ოთხფეხა მეომრები, რომლებიც ოფიციალურად ირიცხებიან US ARMY-ს რიგებში (ფოტორეპორტაჟი)
ოთხფეხა მეომრები, ანუ, „ომის ნაგაზები“, როგორც მათ უწოდებენ, უკვე ას წელზე მეტია, ამერიკელ ჯარისკაცთა გვერდით იბრძვიან - ჯერ კიდევ სამოქალაქო ომის დროიდან. მაგრამ ბოლო დრომდე მათი „სამსახური“ არმიაში არაოფიციალური იყო.
ბევრმა, შესაძლოა, არც იცის, რომ 1924 წლიდან ისინი ოფიციალურად ირიცხებიან ამერიკული არმიის რიგებში. დღეს ეს მეომრები K9 განყოფილებიდან ავღანეთში მსახურობენ, უფრო ადრე კი - ერაყი მოიარეს. 2010 წლის დასაწყისის მონაცემებით, ამერიკულ არმიაში 2.800 ძაღლია და ეს არმიაში ძაღლების „დასაქმების“ მხრივ, მსოფლიოს მასშტაბით რეკორდული მაჩვენებელია.
არც ისაა გასაკვირი, რომ იმ 79 კომანდოსს შორის, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციაში, ერთი ძაღლიც იყო: ელიტარული ოთხფეხა სპეცრაზმელი.
კომენტარი