HUAWEI P20 Pro მსოფლიომ აღიარა - ქართველ მომხმარებელს ლიდერი ბრენდები ხიბლავს
სმარტფონების ბაზარი მუდმივად გვანებივრებს განახლებული მოდელებით: გაძლიერიებული პროცესორი, გაზრდილი ოპერატიული მეხსიერება, დახვეწილი კამერა, ეკრანის გაზრდილი რეზოლუცია, ელემენტის გაზრდილი რესურსი და ა.შ. მოწყობილობის ღირებულების გარდა, სწორედ აღნიშნული მონაცემები ხდება მსოფლიო ბაზარზე კონკურენციის მთავარი მამოძრავებელი.
HUAWEI-მ უკვე ბევრჯერ დაამტკიცა, რომ ის არის ღირსეული და მოწინავე ბრენდი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ინოვაციებით გვანებივრებს. HUAWEI P20 Pro, რომ საუკეთესო არჩევანია უმაღლესი ხარისხის ფოტოების გადასაღებად ეს მსოფლიომაც აღიარა. ის ერთადერთი სმარტფონია, რომელსაც 3 ძირითადი კამერა აქვს, კერძოდ სმარტფონი აღჭურვილია 3 - 40MP-იანი, 20MP-იანი და 8MP-იანი კამერით. გარდა ამისა, HUAWEI ეხმარება მომხმარებელს გადაიღოს პროფესიონალური და უმაღლესი ხარისხის ფოტოები ცუდ განათებაშიც კი.
ჩვენ დავინტერესდით თუ რომელი ბრენდის სმარტფონებს ყიდულობენ ქართველი მომხმარებლები ყველაზე ხშირად და რას ანიჭებენ უპირატესობას: პროცესორის სიმძლავრეს, ოპერატიულ მეხსიერებას, ელემენტის რესურსს თუ ფასს. როგორც აღმოჩნდა, ქართველი მომხმარებლებს, უშუალოდ კონკრეტული მონაცემების გარდა, მსოფლიოში აღიარებული და საერთაშორისო ჯილდოების მფლობელი ბრენდები ხიბლავთ. შესაბამისად, HUAWEI-ს ბოლოდროინდელმა წარმატებებმა გულგრილი ვერც ქართველი მომხმარებელი დატოვა.
როგორც ირკვევა, ბრენდებს შორის კონკურენცია ყოველთვიურად მძაფრდება. ამას ადასტურებენ ცნობილი გამოცემებიც, რომელთა ნუსხაშიც ერთ-ერთ საუკეთესო ბრენდად მუდმივად სახელდება HUAWEI. კომპანია Brand Finance’s Global 500-ის 2018 წლის ტოპ ბრენდების სიაში 25-ე ადგილს იკავებს, 48-ე ადგილი ხვდა BrandZ-ის ყველაზე ძვირფასი ბრენდების ტოპ 100-ეულში, ხოლო Forbes-ის ყველაზე ძვირფასი ბრენდების ჩამონათვალში, მან 79-ე ადგილი დაიკავა. ასევე აღსაღნიშნავია, რომ HUAWEI ერთადერთი ჩინური კომპანიაა რომელიც Forbes-ის 2018 წლის ტოპ ასეულში მოხვდა.
HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში. HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
კომენტარი