აშშ-ს ქარიშხალი "აირინი" ემუქრება
აშშ-ში აღმოსავლეთ სანაპიროს მიმართულებით ქარიშხალი "აირინი" მიიწევს. აღნიშნულის გამო აშშ-ს ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ევაკუაციის პირველი ეტაპი ჩრდილოეთ კაროლინაში მიმდინარეობს.
მიღებულია გადაწყვეტილება კუნძულ ოკრაკოკიდან 5800 ადამიანის ევაკუაციის შესახებ.
შესაბამისმა სამსახურებმა უკვე მიმართეს ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინის მოსახლეობას მოიმარაგონ პროდუქტები და პირველადი აუცილებლობის საგნები, იმ შემთხვევაში თუ საჭირო გახდება მათი ევაკუაცია.
ქარიშხალი „აირინი"მ რომლის სიძლიერემ დღეს მეორე კატეგორიას მიაღწია სავარაუდოდ, საფირისა და სიმფსონის შკალით 25 აგვისტოსთვის მესამე კატეგორიას მიაღწევს.
მისი სიჩქარე კი 178 კვ/სთ იქნება.
მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ უშუალოდ აშშ-ს სანაპიროებთან ქარიშხალი შაბათ-კვირას „მოიქნევს კუდს".
კომენტარი