4-5 ნოემბერს საქართველოში ყინვაა მოსალოდნელი
საქართველოში, 4-5 ნოემბერს ღამით ყინვაა მოსალოდნელი. როგორც გარემოს დაცვის სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილე, ნინო წვერავა აცხადებს, დასავალეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს ნალექი კვლავ შენარჩუნდება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით.
4-5 ნოემბერს ღამით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყინვაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში -2 გრადუსამდე, აღმოსავლეთში -5 გრადუსამდე, ხოლო თბილისში -2 გრადუსი.
როგორც სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, 6 ნოემბრიდან ამინდი გაუმჯობესდება და თანდათან დათბება. 5-6 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში საშუალოდ 18 გრადუსია მოსალოდნელი, აღმოსავლეთში - 15-16 გრადუსი. შემდგომ უნალექო ამინდები 12 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აღნიშნულ პერიოდში დასავლეთ საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 20 გრადუსზე მეტი დაფიქსირდება, აღმოსავლეთში კი 20 გრადუსამდე.
კომენტარი