სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

25 წლამდე ასაკის მამაკაცს საკუთარი სახლის აივანზე 6-ჯერ ესროლეს

ძველი ბათუმის” ტერიტორიაზე 25 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს.

მეზობლების განცხადებით, დაზარალებული მამაკაცი საკუთარი საცხოვრებელი სახლის აივანზე იდგა, როდესაც ქუჩიდან 6-ჯერ ესროლეს. დაჭრილი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და სასწრაფო ოპერაცია უტარდება. თუ რა თემას უკავშირდება ცოტახნის წინ მომხდარი კიდევ ერთი სისხლიანი გარჩევა ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100