სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შსს-ს მონაცემებით საქართველოში დანაშაულის რაოდენობა 10.3%-ით გაიზარდა

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის მიერ მომზადებული კვლევის მიხედვით, გასული წლის იანვარი, თებერვალი, მარტის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით დანაშაული 10 მთელი სამი მეათედი პროცენტით არის გაზრდილი, რაც ხელისუფლების გადაცემით, სამოხელეო დანაშაულით, ამნისტიით, შეწყალებით და სამართალდამცავ უწყებაში პირადი შემადგენლობის როტაციით არის განპირობებული.

აღნიშნული მონაცემები დღეს შსს-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა რეგისტრირებული დანაშაულის ერთიანი კვარტალური ანგარიშისა და დანაშაულის დათვლის ახალი მეთოდოლოგიის წარდგენისას გაასაჯაროვა.

რაც შეეხება დღეს წარდგენილ ახალ მეთოდოლოგიას, დანაშაულის დათვლის ახალი მეთოდოლოგია თანამედროვე ევროპული სტანდარტის მიხედვით შემუშავებული მოდელია, რომელსაც მსოფლიოს წამყვანი ევროპული ქვეყნები იყენებენ. თუ გასულ წლებში დანაშაულის საქმის წარმოება ქაღალდზე ხდებოდა და სტატისტიკურ მონაცემებში შეწყვეტილი საქმეები არ ხვდებოდა, ახალი მეთოდი მთლიანად ელექტრონიზებულია და დანაშაულის დაფიქსირებისთანავე მონაცემი ერთიან სტატისტიკურ ბაზაში ხვდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100