სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ცესკოს წინასწარი შედეგებით, პროპორციულ არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნება“ ლიდერობს

ცესკოს წინასწარი შედეგებით, პროპორციულ არჩევნებში საქართველოს მასშტაბით „ქართულ ოცნებას“ 55,73 %–იანი მხარდაჭერა აქვს, რითაც პარტიებს შორის პირველ ადგილზეა.
დათვლილია 3644–ვე უბანი.

კონკრეტულად კი, პარტიების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ – 836816 ხმა (55,73 %); „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 256 373 ხმა (17,07 %); „ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო“ – 156267 ხმა, (10,41%); „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 98460 (6,56%); „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ – 38786 ხმა (2,58 %); „გ.დ.მ.“ – 907(0.06 %); „რესპუბლიკური პარტია“ – 11341 (0,76 %); „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“ – 1941 (0,13%); „მემარცხენე ალიანსი -1432 (0,1 %); „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 49668 (3,27 %); „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – 606 ხმა (0,04 %); „ეროვნულ-დემოკრატიული მოძრაობა“ – 168 (0,01 %); „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია“ – 589 (0,04 %); „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ – 866 (0,06%); „საქართველო“ – 1868 (0,12 %); „ტრადიციონალისტები“ – 226 (0,02%); „შენების მოძრაობა“ – 11434(0,76 %); „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – 267 (0,02%); „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო“ – 18434 (1,23 %); „ზვიადის გზა“ –1110(0,07 %); „ახალი მემარჯვენეები“ – 75 (0 %); „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა“ – 9099 (0,61 %); მამულიშვილთა ორდენი „სამშობლო“ 334 (0,02%); „სოციალისტური საქართველო-კომუნისტები“ – 880 (0,06%); „სახალხო - ხალხის ერთსულოვნება“ – 1897 (0,13%); „პროგრესულ-დემოკრატიული მოძრაობა“ – 2319 (0,15 %).

რაც შეეხება თბილისს, ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში დედაქალაქის მასშტაბით „ქართულ ოცნებას“ 53,06%–იანი მხარდაჭერა აქვს, რითაც პარტიებს შორის პირველ ადგილზეა.

საკრებულოს მანდატების მისაღებად პარტიებისთვის დადგენილი ზღურბლი 4%-ია. წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო ბარიერს ლახავენ: “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ - 53.06 % (151 899 ხმა); “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 17.65% (68432 ხმა); “ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – 9,18% (35586 ხმა); “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 5.62% (21779 ხმა).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100