სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“აჭარაბეთის’’ საპატიო ელჩი გიგა ჭიკაძე ბრძოლისთვის ემზადება

კომპანიააჭარაბეთისსაპატიო ელჩი UFC-ის (Ultimate Fighting Championship) ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე, 8 ნოემბერს ჯეიმი სიმონის დაუპირისპირდება, ორთაბრძოლა ლას-ვეგასში ჩატარდება.

ამჟამად გიგა UFC - ში დაუმარცხებელია – ოთხი შეხვედრა და ოთხი მოგება.

ომარ მორალესთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ 1 თვეც არ არის გასული და გიგა უკვე ახალი ბრძოლისთვის ემზადება.

„თავდაპირველად, ბრძოლა არნოლდ ალანთან იგეგმებოდა, თუმცა ბოლოს მან უარი თქვა ჩემთან ბრძოლაზე და UFC-იმ დაიწყო მისი შემცვლელის ძებნა. რამდენიმე დღის შემდეგ შემატყობინეს სიმონსის შესახებ და რა თქმა უნდა, ბრძოლას დავთანხმდი. ჯეიმი სიმონისი UFC-ში დებიუტანტია, ის ჩემზე გაცილებით დაბალია. ხელით საკმაოდ ძლიერ დარტყმებს ფლობს. ჭიდაობითაც კარგად ჭიდაობს. პარტერში საკმაოდ მაღალ დონეზე შეუძლია მუშაობა, თუმცა მტკივნეული ილეთების არსენალი საკმაოდ სუსტი აქვს. ახლო დისტანციაში ბრძოლას ანიჭებს უპირატესობას. “-განაცხადა გიგამ.

გიგა ჭიკაძე არის პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელიც მედისონ სქვეარ გარდენში გამართულ ბრძოლაში მონაწილეობდა, ასევე იგი არის მსოფლიო ჩემპიონი კარატეში, კიკბოქსინგსა და ჯიუჯიცუში.

სპორტის მოყვარულებს შესაძლებლობა აქვთ UFC-ის თვალი ადევნონ და გიგას უგულშემატკივრონ ექსკლუზიურად adjarasport.tv -ზე.

აჭარაბეთიგიგას ბრძოლაში გამარჯვებას უსურვებს!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100