სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილმა ნიუ-იორკში, გაერო-ს 66-ე სესიის ფარგლებში კონკორდიას სამიტი გახსნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიუ-იორკში, გაერო-ს 66-ე სესიის ფარგლებში კონკორდიას სამიტი გახსნა.

სამიტი აშშ-ის 11 სექტემბრის საზარელი ტერაქტების 10 წლისთავს მიეძღვნა.

მიხეილ სააკაშვილმა თავის გამოსვლაში მსოფლიოში ბოლო დროს მომხდარ რევოლუციებსა და მათ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.

სამიტის მონაწილეებს სიტყვით ამერიკის ექს-პრეზიდენტმა (2001-2009 წლებში) ჯორჯ ბუშმა, კოლუმბიის ყოფილმა ლიდერმა (2002-2010 წლებში) ალვარო ურიბემ, საუდის არაბეთის პრინცმა აბდულ-აზიზ ბინ ტალალ ბინ აბდულ-აზიზ ალ საუდიმ და პოლონეთის ექს-პრეზიდენტმა (1995-2005 წლებში) ალექსანდრე კვასნიევსკიმ მიმართეს.

ცნობისთვის, არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც 2011 წლის თებერვალში დაარსდა, ცდილობს, კერძო ან საჯარო პარტნიორობა გლობალური საკითხების დახმარებით განავითაროს. ამ ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით კონკორდია ყოველწლიურ კონფერენციას მასპინძლობს, რომელზეც მსოფლიო ლიდერები სხვადასხვა აქტუალურ თემებს განიხილავენ.

პირველი სამიტი წელს მსოფლიოს ლიდერებს, ოფიციალურ პირებს უსაფრთხოების საკითხებში და გლობალური კორპორაციების ლიდერებს აერთიანებს, რათა ექსტრემიზმის მოგვარების საკითხში მთავრობისა და კერძო სექტორის შესაბამისი როლი განისაზღვროს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100