სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„სუსურუკუკუ ბორიაა“, ანუ ივანიშვილის საბჭოთა ოცნება (ვიდეო)

ბიძინა ივანიშვილის რუსეთის უმაღლეს პირებთან კავშირს, კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს. „გულუბრყვილობაა იმის დაჯერება, რომ არ მოხდება გარეშე ძალის ჩარევა, საქართველოს ევროპული გზიდან გადასაყვანად.

ახალი პოპულისტური და ნაციონალისტური ძალების გამოჩენამ ლეგიტიმური კითხვები დასვა. მათი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი არის მეწილე „ლუკოილსა“ და „გაზპრომში“. ვფიქრობთ, ეს საკმარისია იმის გასარკვევად, თუ ვის მხარესაა ის“- ეს განცხადება, ევროპარლამენტარ ტუნე კლემს ეკუთვნის.

თუმცა, ევროპარლამენტის დეპუტატთა განცხადება, სულაც არ არის საჭირო იმისთვის, რომ საზოგადოება ბიძინა ივანიშვილის რუსეთის უმაღლეს პირებთან კავშირში დარწმუნდეს. ოლიგარქი თავად აცხადებს, რომ მას სურს ისეთივე საინტერესო ქვეყანაში ცხოვრება, როგორიც საქართველო იყო საბჭოთა კავშირის დროს.

ივანიშვილი ამ განცხადების გაკეთებას არც ღია ეთერში ერიდება. ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ სწორედ ისეთი საქართველოს „შექმნა“ სურს, როგორიც საბჭოთა კავშირის დროს იყო.

„ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ძალიან სწრაფად ავაგოთ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ძალიან საინტერესო სახელმწიფო, რომ აქ იყოს საინტერესო ცხოვრება, ოდესღაც როგორც იყო, თუ გახსოვთ საბჭოთა კავშირის დროს, ყველა მოისწრაფოდა საქართველოში. აი, მსგავსი უნდა შევქმნათ ჩვენ“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ოლიგარქის ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა, ბიძინა ივანიშვილის ნათქვამს „იდიოტობა“ უწოდეს, ნაწილმა კი განაცხადა, რომ ივანიშვილი კომუნისტია.

„სუსურუკუკუ ბორიაა“ - ასეთი კომენტარი ხვდა წილად ოლიგარქის გამოსვლას პირდაპირი ეთერით.

ივანიშვილის მხარდამჭერები კი აცხადებენ, რომ ვიდეო კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი და რომ ოლიგარქი მის ამ განცხადებაში მხოლოდ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ხალხის დასაქმებას გულისხმობდა.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100