სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Week End-საკითხავი: 18 წლის გოგო ინტერნეტმა სექს-ვარსკვლავად აქცია და ცხოვრება აურია

ფლორიდელი, 18 წლის ენჯი ვერონი ამერიკულ ინტერნეტში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გოგონა გახდა, რადგან მოჰყვა, თუ როგორ დაანგრია და თავდაყირა დააყენა მისი ცხოვრება ინტერნეტმა.

ოთხი წლის წინ მისი აქაუნთი ფოტოჰოსტინგ Photobucket-ზე ვიღაცამ გატეხა და იქედან ყველა მისი ის ფოტო მოიპარა, რომელიც მხოლოდ ენჯის ბოიფრენდისთვის იყო განკუთვნილი. ფოტოები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. თავისი სრულყოფილი ფორმით გოგონამ მალევე მიიქცია საზოგადოების ყურადღება.

თავდაპირველად ენჯი ხმალამოღებული ებრძოდა იმ საიტებს, რომლებიც მის ფოტოებს ათავსებდნენ, მაგრამ საბოლოოდ, ამასთან შერიგება მოუხდა. სამაგიეროდ, გოგონა დეპრესიაში ჩავარდა და ნარკოტიკებს მიეძალა. რამდენჯერმე თვითმკვლელობაც კი სცადა.

ახლა ენჯი სევდიანი ხმით უყვება ჟურნალისტებს, როგორ უკუღმართად შეიძლება წარიმართოს გოგონას ცხოვრება, თუკი სექს-სიმბოლოდ აღიარებენ: მან ორჯერ შეიცვალა სკოლა, რათა თავი აერიდებინა დაცინვისგან და მისი პერსონით არასასიამოვნო დაინტერესებისგან არამხოლოდ მოსწავლეების, მამაკაცი მასწავლებლების მხრიდანაც.

„როცა თოთხმეტის ხარ, კარგად ვერ გაიაზრებ, რა არის მნიშვნელოვანი და რა არა“, - თქვა გოგონამ ABC News Nightline-ს შოუში. – „ვერავინ იფიქრებს, რომ ფოტო, რომელსაც შენთვის იღებ და ინახავ, ერთ მშვენიერ დღეს ინტერნეტში მოხვდება“.

ენჯი იმედოვნებს, რომ მისით გამოწვეული „ბუმი“ ინტერნეტში მალე ჩაცხრება, მაგრამ ისიც კარგად იცის, რომ ეს პროცესი ჯერაც არ არის მისული პიკამდე.

ამჟამად Google-ს საძიებო სისტემაში „ენჯი ვერონის“ მითითების შემდეგ 600-ზე მეტი ფოტოგამოსახულება „იყრება“. ამავე დროს, „ფეისბუქზე“, „ტვიტერსა“ და „იუთუბზე“ მრავალი ყალბი აქაუნთი გაჩნდა, რომლებიც თითქოსდა ენჯის ეკუთვნის. იქ შეხვდებით როგორც ნამდვილად ენჯი ვერონის, ასევე ნაყალბევ, ფოტოშოპში დამუშავებულ ფოტოებსაც, მაგალითად ისეთს, სადაც ენჯის თავი ვიღაცის ნახევრადშიშველ, მაცდუნებელ პოზაში მჯდარი ქალის სხეულზეა მიბმული.

ერთ-ერთ ასეთ ყალბ აქაუნთზე „ფეისბუქში“ მას 14 ათასზე მეტი ფანი ჰყავს, მაგრამ მათი უმრავლესობა, თუ კომენტარების მიხედვით ვიმსჯელებთ, „სექსუალურად აჟიტირებულია“.

„ეს მამაკაცები და ბიჭუნები მწერენ, რომ მე დავიმსახურე ყველაფერი, რაც გადამხდა, რომ უნდათ ჩემი გაუპატიურება, როცა ხედავენ ჩემს ფოტოებს, რადგან თურმე, ეს მე თვითონ მინდა“, - ამბობს ენჯი. - „რომელიღაცამ ჩემი მისამართიც გაიგო და დაიწყეს მუქარა. მწერენ, რომ იციან, სადაც ვცხოვრობ“, - ამბობს ის.

მისივე თქმით, რამდენიმე მუქარა იმდენად სერიოზული იყო, რომ მისმა ოჯახმა გამოძიების ფედერალურ ბიუროსაც კი მიმართა. პოლიციასაც მიმართეს და ადვოკატიც დაიქირავეს, მაგრამ ენჯის ფოტოები, სადაც ის მაცდუნებელი პოზითაა „გამოსახული“, კატასტროფული სისწრაფით მრავლდება. და მასთან ბღზოლა ძალიან რთულია, რადგან ეს არ არის საბავშვო პორნოგრაფია და კანონის მიხედვით, მაქსიმუმ, „საბავშვო ეროტიკად“ თუ კვალიფიცირდება.

„აქედან გამომდინარე, ფედერალურ ბიუროს არ შეუძლია ასე უბრალოდ, აიღოს და დახუროს ვებ-გვერდი, რომელიც ასე მექცევა“, - ამბობს გოგონა, - „მითხრეს კიდეც, რომ მომიწევს ვიჯდე და ველოდო, სანამდე გაგრძელდება ეს უმსგავსობა“.

ახლა გოგონა მწარედ ნანობს, რომ ოდესღაც შეინახა თამამი ფოტოები ინტერნეტში და აცხადებს, რომ არასდროს გახსნის პროფილს „ფეისბუქში“, რადგან მისი გატეხვა სრულიად ადვილია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100