სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მინიმუმ 25 შეტყობინება მივიღეთ ქალების გაუპატიურებაზე, ასაკი 14-დან 25 წლამდეა - დენისოვა ბუჩაზე

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ამბობს, რომ მინიმუმ 25-მა ქალმა თქვა, რომ ისინი ბუჩაში რუსულმა ძალებმა გააუპატიურეს. ამ თემაზე ის BBC-ს ესაუბრა.

მისი თქმით, სატელეფონო დახმარების ხაზზე მინიმუმ 25 შეტყობინება მიიღო რუსი ჯარისკაცების მიერ 14-დან 24 წლამდე ქალებისა და გოგონების გაუპატიურების შესახებ.

"ეს ხდებოდა ერთი თვის განმავლობაში. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საშინელი დანაშაულების დოკუმენტირებას, ყველა დამნაშავე დაისჯება", - თქვა დენისოვამ.

დენისოვას თქმით, უკრაინას აქვს "უკრაინელი ხალხის გენოციდისა" და სამხედრო დანაშაულის მტკიცებულებები. ის ამბობს, რომ გაუპატიურება რუსული ძალების "ახალი იარაღია".

რუსეთი ბუჩაში მომხდარ ომის დანაშაულს, გაუპატიურებას, ბავშვების, ქალების, მოხუცების წამებას და მკვლელობას უარყოფს. დასავლეთი კი ბუჩას კადრების გავრცელების შემდეგ მოსკოვს დამატებით სანქციებს უწესებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100