სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს

დიდმა ბრიტანეთმა დღეს პირველად, ღიად დაადასტურა, რომ მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში. ეს პოზიცია ვარშავაში დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა გაახმიანა. მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყანას ევროკავშირის 27 წევრმა ხელი უნდა შეუწყოს ევრიონტეგრაციაში. ვარშავაში გამართულ სამიტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ესწრება. ქართულ მედიასთან საუბარში მან ხაზი გაუსვა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როცა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა ოფიციალურად და ღიად დაადასტურა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100