ყავის 50 ელფერი - კიევში გაიხსნა კაფე, რომელშიც შიშველი მიმტანები მუშაობენ
ეს ნამდვილად არის დაწესებულება ცხელი სერვისით - კიევში გაიხსნა პირველი არტ-კაფე, სადაც კლიენტებს შიშველი მიმტანები ემსახურებიან.
მენიუში ყველა კერძი თუ სასმელი სექსუალური ხასიათის სახელწოდებას შეიცავს. კედლები გაფორმებულია ეროტიკული სურათებით, ჩართულია რომანტიკული მუსიკა. ალბათ იფიქრებთ, რომ ეს ადგილი ძირითადად მამაკაცებისთვისაა განკუთვნილი, თუმცა ადმინისტრაციას უკვე გამოცხადებული აქვს ვაკანსია მიმტანი ბიჭის პოზიციაზე, რომელიც ასევე შიშველი მოემსახურება კლიენტ ქალბატონებს.
ოქტომბერში დაგეგმილია კაფეს გაფართოება და ლაბირინთის ფორმატის მუზეუმის დამატება, რომლის კედლებზეც ცნობილი მხატვრების ეროტიკული ხასიათის ექსპონატები იქნება განთავსებული.
კომენტარი