სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მონაკოს პრინცის სკანდალებით მოცული ქორწინება

2 ივლისს მონაკოს პრინცი ალბერტი დაქორწინდა შარლინ უიტსტოკზე.

ქორწინების ხარჯებმა 50 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადააჭარბა. ყველაზე სკანდალური ინფორმაცია, რაზეც მსოფლიო ალაპარაკდა იყო ის, რომ პატარძალმა, შარლინ უიტსტოკმა, საქორწინო ცერემონიალის დაწყებამდე სცადა სახლში გაქცევა. გასამგზავრებლად ბილეთი უკვე ნაყიდი ჰქონდა, იგი უკანასკნელ წუთზე შეაჩერეს.

შარლინის საქციელის ახსნას შეეცადა პრინცის მეგობარი, რომელმაც ანონიმურობა ისურვა. საქმე იმაშია, რომ ქორწინების წინა დღეებში პრინცის წარსული ცხოვრების რაღაც დეტალები გამჟღავნდა. გაირკვა, რომ 53 წლის პრინცისგან საფრანგეთის ტელევიზიის კომენტატორი ორსულადაა, სხვათა შორის, ალბერტს უკვე ჰყავს ორი ქორწინებისგარეშე შვილი სხვადასხვა ქალისგან.

2 ივლისს ქორწინებამ ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა, თუმცა, რამდენად მყარი იქნება წყვილის თანაცხოვრება, ამას დრო გვიჩვენებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100