სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ-ში ახალშობილს ტვინი წებოთი დაუმაგრეს

აშშ-ში ექიმებმა ახალშობილს ტვინი წებოთი დაუმაგრეს. უცხოური სამედიცინო გამოცემების ცნობით გოგონა იშვიათი და სიცოცხლისთვის საშიში დეფექტით დაიბადა, რაც სამედიცინო სუპერწებოს გამოყენების მიზეზი გახდა.

ახალშობილი გოგონას, სახელად ეშლი ანევრიზმა ჰქონდა და სისხლდენა ერთდროულად ორი ადგილიდან დაეწყო. ექიმებს გოგონას ტვინთან შეხება არ სურდათ, გარდა ამისა იმ დროისათვის საოპერაციოში არ მოიპოვებოდა სპეციალური ქირურგიული ინსტრუმენტები. ექიმებმა სწრაფი გადაწყვეტილება მიიღეს და ეშლის სისლდენა სამედიცინო წებოს მეშვეობით შეუჩერეს. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100