სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ველისციხის ინციდენტში მონაწილე ქეთევან მირიანაშვილი საავადმყოფოშია მოთავსებული

ველისციხის ინციდენტის მონაწილე ქეთევან მირიანაშვილი საავადმყოფოშია მოთავსებული. ამის შესახებ ინფორმაციას დაკავებულის შვილი ავრცელებს.

დავით მირიანაშვილი აცხადებს, რომ დედამისს ამ დრომდე ადვოკატი არ ჰყავს და არც აქვს ინფორმაცია, როდის წაუყენებენ ბრალს.

მისივე თქმით, გამოძიების 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაწყებას ნაწილობრივ იზიარებს, თუმცა განმარტავს, რომ ქეთევან მირიანაშვილს პოლიციის მანქანა განზრახ არ დაუზიანებია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100